https://sputnik-georgia.com/20251210/dedaqalaqis-mtavari-nazvis-xe-12-ekembers-ainteba-296135057.html
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს აინთება
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს აინთება
Sputnik საქართველო
წელს „საშობაო სოფელი“ და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. 10.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-10T16:29+0400
2025-12-10T16:29+0400
2025-12-10T16:29+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/0a/296134891_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_37ee553b50d85d49293c54592647886a.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე 12 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მერიის ცნობით, 12 დეკემბერს ნაძვის ხესთან ერთად ქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციებიც აინთება. 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში თბილისის მერია მრავალფეროვან, გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს გეგმავს. თემატურად მოწყობილი საახალწლო სივრცეები ტრადიციულად დატვირთული იქნება კულტურული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებით. „სიკეთით სავსე ქალაქი“ - ასეთი იქნება თბილისის 2026 წლის საახალწლო სლოგანი. თბილისის საახალწლო სლოგანი უკვე ტრადიციად იქცა. 2018 წელს ეს იყო „სიყვარულით სავსე ქალაქი“, 2020 წელს - „თბილისი - სოლიდარობით სავსე ქალაქი“, 2021 წელს - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ და 2022 წელს - „მშვიდობით სავსე ქალაქი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/0a/296134891_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_1a6dacc906eed1bfd2706f3970cc179c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს აინთება
წელს „საშობაო სოფელი“ და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე 12 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მერიის ცნობით, 12 დეკემბერს ნაძვის ხესთან ერთად ქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციებიც აინთება.
„პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება მთავარი ნაძვის ხე და „საშობაო სოფელი“. ყველაფერს ვაკეთებთ, შევქმნათ საახალწლო გარემო და იქ მისულს, დიდს თუ პატარას, შეექმნას განწყობა. გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით 12 დეკემბერს, 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ერთად ავანთებთ“, - განაცხადა კალაძემ.
12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში თბილისის მერია მრავალფეროვან, გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს გეგმავს. თემატურად მოწყობილი საახალწლო სივრცეები ტრადიციულად დატვირთული იქნება კულტურული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებით.
„სიკეთით სავსე ქალაქი“ - ასეთი იქნება თბილისის 2026 წლის საახალწლო სლოგანი. თბილისის საახალწლო სლოგანი უკვე ტრადიციად იქცა. 2018 წელს ეს იყო „სიყვარულით სავსე ქალაქი“, 2020 წელს - „თბილისი - სოლიდარობით სავსე ქალაქი“, 2021 წელს - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ და 2022 წელს - „მშვიდობით სავსე ქალაქი“.