https://sputnik-georgia.com/20251210/cincadze-saqartveloshi-biznesgareo-jansagia-296132734.html
ცინცაძე: საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო ჯანსაღია
ცინცაძე: საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო ჯანსაღია
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ისეთი ინვესტიციების მოზიდვაა, რომელიც ქვეყანაში ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს უწყობს ხელს 10.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-10T13:29+0400
2025-12-10T13:29+0400
2025-12-10T13:29+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294415451_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_4dce5a1f57ea96ac98434fac6408144b.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს სიჯანსაღეს უსვამს ხაზს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატი" მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით გაორმაგდა (+101,7%) და 533,2 მილიონ დოლარს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ინვესტიციები 11%-ით გაიზარდა და 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა.ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობას ისეთ სექტორებში, რომელთა განვითარებაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე. მისი განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის, უძრავი ქონების, ტრანსპორტის, საფინანსო და სადაზღვევო, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში.„აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ისეთი ინვესტიციების მოზიდვაა, რომელიც ქვეყანაში ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს უწყობს ხელს. ინვესტიცია ხორციელდება ისეთ სექტორებში, რომელიც ქვეყანაში მაღალ დამატებით ღირებულებას ქმნის, რაც საბოლოო ჯამში, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე პოზიტიურად აისახება", - განაცხადა ცინცაძემ. როგორც მან აღნიშჭნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას მსგავსი ტიპის ინვესტიციების მოზიდვაზე, რაც მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკის პროგნოზირებულ მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგებში აისახება.დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 18,6%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294415451_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_a4f126a0f7895994324dd9410c8d74f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
ცინცაძე: საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო ჯანსაღია
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ისეთი ინვესტიციების მოზიდვაა, რომელიც ქვეყანაში ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს უწყობს ხელს
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს სიჯანსაღეს უსვამს ხაზს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატი" მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით გაორმაგდა (+101,7%) და 533,2 მილიონ დოლარს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ინვესტიციები 11%-ით გაიზარდა და 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა.
„მსგავსი ტიპის პოზიტიური ტენდენციები კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო ჯანსაღია და საქართველო მიმზიდველია როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. მესამე კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მსხვილი ინვესტიციები აშშ-დან, ესპანეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა“, - განაცხადა ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობას ისეთ სექტორებში, რომელთა განვითარებაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე. მისი განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის, უძრავი ქონების, ტრანსპორტის, საფინანსო და სადაზღვევო, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ისეთი ინვესტიციების მოზიდვაა, რომელიც ქვეყანაში ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს უწყობს ხელს. ინვესტიცია ხორციელდება ისეთ სექტორებში, რომელიც ქვეყანაში მაღალ დამატებით ღირებულებას ქმნის, რაც საბოლოო ჯამში, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე პოზიტიურად აისახება", - განაცხადა ცინცაძემ.
როგორც მან აღნიშჭნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას მსგავსი ტიპის ინვესტიციების მოზიდვაზე, რაც მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკის პროგნოზირებულ მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგებში აისახება.
დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 18,6%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა.