https://sputnik-georgia.com/20251210/15-ianvrida-sabavshvo-bagebshi-shesvla-eleqtronuli-baratebit-moxdeba-296134578.html
15 იანვრიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში შესვლა ელექტრონული ბარათებით განხორციელდება
15 იანვრიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში შესვლა ელექტრონული ბარათებით განხორციელდება
Sputnik საქართველო
ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები 2025 წლის 30 დეკემბრიდან 2026 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება. 10.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-10T16:00+0400
2025-12-10T16:00+0400
2025-12-10T16:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/13/240471374_0:118:2000:1243_1920x0_80_0_0_7b62910c5c7629ce5753c87f41ff953d.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს 2026 წლის 15 იანვრიდან ყოველდღიურად ელექტრონული ბარათების საშუალებით აღრიცხავენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები 2025 წლის 30 დეკემბრიდან 2026 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება - როგორც კალაძემ აღნიშნა, 15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება. როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, თითოეული აღსაზრდელის მშობელს გადაეცემა მაქსიმუმ რვა პლასტიკური ბარათი, ასევე ხელმისაწვდომი ხდება სპეციალურ პორტალზე - www.tbilisikids.com რეგისტრაციის გზით ერთჯერადი QR-კოდის გენერირება და მისი დაფიქსირება ბარათის წამკითხველზე. მერის განმარტებით, ელექტრონული დაშვების სისტემა 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს როგორც დასაქმებულთა, ისე რეგისტრირებულ აღსაზრდელთა დასწრების აღრიცხვას. პროგრამა საშუალებას აძლევს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს თითოეულ ბაღში დასწრება და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ცენტრალიზებულად გადაამოწმოს. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან თბილისის 20 საბავშვო ბაღში ელექტრონული დაშვების სისტემა საპილოტე რეჟიმში მუშაობდა და ამ დრომდე არანაირი ხარვეზი არ გამოვლენილა. თბილისში ამჟამად 190 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/13/240471374_249:179:1826:1362_1920x0_80_0_0_9e06b11d7f1b9bd6b6d335ede9c02f97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
15 იანვრიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში შესვლა ელექტრონული ბარათებით განხორციელდება
ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები 2025 წლის 30 დეკემბრიდან 2026 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს 2026 წლის 15 იანვრიდან ყოველდღიურად ელექტრონული ბარათების საშუალებით აღრიცხავენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები 2025 წლის 30 დეკემბრიდან 2026 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება - როგორც კალაძემ აღნიშნა, 15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება.
„საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა დაწესებულებებში ელექტრონული დაშვების სისტემის დანერგვა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბარათის წამკითხველებისა და შესაბამისი ვიდეოკონტროლის სისტემის მონტაჟი. გადამზადდნენ როგორც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები, ისე სააგენტოს შესაბამისი განყოფილებების სპეციალისტები პროგრამის მართვის მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, თითოეული აღსაზრდელის მშობელს გადაეცემა მაქსიმუმ რვა პლასტიკური ბარათი, ასევე ხელმისაწვდომი ხდება სპეციალურ პორტალზე - www.tbilisikids.com რეგისტრაციის გზით ერთჯერადი QR-კოდის გენერირება და მისი დაფიქსირება ბარათის წამკითხველზე.
„პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა გარემოება, რომელმაც შესაძლოა, თავი იჩინოს ბავშვთა და თანამშრომელთა ელექტრონული აღრიცხვისას, იქნება ეს კონკრეტული სამუშაო განაკვეთი თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული დასწრების გრაფიკი“, - განაცხადა კალაძემ.
მერის განმარტებით, ელექტრონული დაშვების სისტემა 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს როგორც დასაქმებულთა, ისე რეგისტრირებულ აღსაზრდელთა დასწრების აღრიცხვას. პროგრამა საშუალებას აძლევს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს თითოეულ ბაღში დასწრება და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ცენტრალიზებულად გადაამოწმოს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან თბილისის 20 საბავშვო ბაღში ელექტრონული დაშვების სისტემა საპილოტე რეჟიმში მუშაობდა და ამ დრომდე არანაირი ხარვეზი არ გამოვლენილა.
თბილისში ამჟამად 190 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.