https://sputnik-georgia.com/20251209/tbilisshi-arabul-investiciebs-aprotesteben-296110789.html
თბილისში არაბული ინვესტიციებისა და უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამენ
თბილისში არაბული ინვესტიციებისა და უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამენ
Sputnik საქართველო
საქართველოს დედაქალაქში მოძრაობა „კონსერვატორები საქართველოსთვის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია ჩატარდა. ათასობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან... 09.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-09T11:37+0400
2025-12-09T11:37+0400
2025-12-09T11:37+0400
საქართველო
მულტიმედია
ვიდეო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/08/296113675_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_c2f459fc78fc85b67e3e7d5407eb9503.jpg
შეკრებილთა უკმაყოფილება გამოიწვია არაბული კომპანია Eagle Hills-ის პროექტმა, რომელიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებს. კომპანია თანამედროვე ქალაქების მშენებლობაში 6,6 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.ერთი პროექტის განხორციელება გონიოში, შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება - 250 ჰექტარ ფართობზე არაბული კომპანია პრემიუმ-კლასის კურორტს ააშენებს. მეორე პროექტი კი თბილისში, კრწანისის რაიონში განხორციელდება, სადაც 600 ჰექტარ ტერიტორიაზე გაჩნდება „მწვანე ქალაქი" - 1 მლნ კვ მეტრზე მეტი საცხოვრებელი და კომერციული ფართით, სასტუმროებითა და დასასვენებელი ობიექტებით.საქართველოს მთავრობა ასეთ პროექტებს აფასებს, როგორც იმ ქვეყნისადმი ნდობის ვოტუმს, რომელიც მასში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ტერიტორიებით, ამასთან ერთობლივ საწარმოში 33%-იან წილს მიიღებს.თუმცა, საზოგადოების ნაწილი ამაში შედავს უკონტროლო მიგრაციის საფრთხეს, კონსერვატორები თვლიან, რომ არაბული ქვეყნებიდან მოქალაქეები ამ ქალაქებში გადმოსახლდებიან, შრომის ბაზარზე ადგილობრივ მოსახლეობას კონკურენციას გაუწევენ და ბინადრობის ნებართვისა და მოქალაქეობის მიღებით ასევე შეცვლიან ქვეყანაში საერთო დემოგრაფიულ სურათს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ზეგავლეანს მოახდენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/08/296113675_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_f3b5d7a94db2127f4c9886545973e1f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, видео
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, видео
თბილისში არაბული ინვესტიციებისა და უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამენ
საქართველოს დედაქალაქში მოძრაობა „კონსერვატორები საქართველოსთვის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია ჩატარდა. ათასობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბა, საიდანაც სამების ტაძრამდე მსვლელობა გაიმართა.
შეკრებილთა უკმაყოფილება გამოიწვია არაბული კომპანია Eagle Hills-ის პროექტმა, რომელიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებს. კომპანია თანამედროვე ქალაქების მშენებლობაში 6,6 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
ერთი პროექტის განხორციელება გონიოში, შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება - 250 ჰექტარ ფართობზე არაბული კომპანია პრემიუმ-კლასის კურორტს ააშენებს. მეორე პროექტი კი თბილისში, კრწანისის რაიონში განხორციელდება, სადაც 600 ჰექტარ ტერიტორიაზე გაჩნდება „მწვანე ქალაქი" - 1 მლნ კვ მეტრზე მეტი საცხოვრებელი და კომერციული ფართით, სასტუმროებითა და დასასვენებელი ობიექტებით.
საქართველოს მთავრობა ასეთ პროექტებს აფასებს, როგორც იმ ქვეყნისადმი ნდობის ვოტუმს, რომელიც მასში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ტერიტორიებით, ამასთან ერთობლივ საწარმოში 33%-იან წილს მიიღებს.
თუმცა, საზოგადოების ნაწილი ამაში შედავს უკონტროლო მიგრაციის საფრთხეს, კონსერვატორები თვლიან, რომ არაბული ქვეყნებიდან მოქალაქეები ამ ქალაქებში გადმოსახლდებიან, შრომის ბაზარზე ადგილობრივ მოსახლეობას კონკურენციას გაუწევენ და ბინადრობის ნებართვისა და მოქალაქეობის მიღებით ასევე შეცვლიან ქვეყანაში საერთო დემოგრაფიულ სურათს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ზეგავლეანს მოახდენს.