მიმოხილვა: ნოვოდანილოვკა— ორეხოვოს კარიბჭის გასაღები

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2025
გამოწერა
რუსეთის სამხედრო ძალები თავდაჯერებულად ავითარებენ წარმატებას ფრონტის სამხრეთ მონაკვეთზე. ბრძოლებით წინ მიიწევენ გულიაიპოლესა და ორეხოვოს დამაკავშირებელ უბანზე, წმენდენ სტეპნოგორსკს მოწინააღმდეგისაგან. აქტიურად აწარმოებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებული რაიონების განადგურებას და ზაპოროჟიეს ოლქის სრულ გათავისუფლებას ბანდერეველების ოკუპაციისაგან. რუსეთის წარმატებები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში დასავლეთში სერიოზულ შოკს იწვევს.
8 დეკემბერს დაჯგუფება „დნეპრმა“ გაათავისუფლა ნოვოდანილოვკა — სოფელი, რომელიც, ფაქტობრივად, ორეხოვოს სამხრეთი გარეუბანია. ოდნავ აღმოსავლეთით მდებარეობს მალაია ტოკმაჩკა, რომელიც 16 ნოემბერს იყო დაკავებული. შემდეგ საჭიროა ნოვოანდრეევკის აღება — დასავლეთით შვიდ კილომეტრში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჯგუფება „დნეპრმა“ გასულ დღე-ღამეში მოწინააღმდეგის ორი ბრიგადა ნოვოანდრეევკისა და ლუკიანოვსკოეს (სტეპნოგორსკის აღმოსავლეთით) რაიონებში დაამარცხა. მტერი ორეხოვოს საცხოვრებელ კვარტლებს როგორც ფორტიფიკაციულ ნაგებობებს, გამაგრებულ რაიონებს იყენებს. ნებისმიერ შენობას, სადაც უკრაინელი„მცველები“ არიან გამაგრებული, განადგურება უწერია, რუსი მოიერიშეები, ავიაცია და საარტილერიო დანაყოფები უკიდურესად ინტენსიურად მოქმედებენ. ორეხოვოს „ციხესიმაგრის“ დაცემა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გარდაუვალია.
მანამდე რუსული ნაწილები ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გულიაიპოლეში შევიდნენ და ქუჩის ბრძოლებს აწარმოებენ ქალაქის კვარტლებში, მდინარე გაიჩურის მარჯვენა სანაპიროზე. გულიაიპოლე ზაპოროჟიეს რეგიონში მტრის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი და ძლიერად გამაგრებული კვანძია. უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა უშედეგოდ ცდილობს რუსეთის შეტევის შეჩერებას, თუმცა, ყოველდღიურად კარგავს პირად შემადგენლობას, საბრძოლო ტექნიკას და უკრაინის ავიაციისთვის ისედაც იშვიათ გამანადგურებლებს. დღეს რუსულმა საბრძოლო ავიაციამ ჩამოაგდო Су-27 და ეს თვითმფრინავი გახდა 669-ე, რომელიც სამხედრო ოპერაციის დროს იქნა განადგურებული.
სტეპნოგორსკი უკვე რუსეთის არმიის კონტროლქვეშ გადავიდა. სტეპნოგორსკიდან ქალაქ ზაპოროჟიემდე ავტომაგისტრალ E105-ით 30 კილომეტრზე ნაკლები დარჩა. გადამწყვეტი ბრძოლები ახლოვდება.
რუსეთის ხელისუფლება დაჩქარებული ტემპით ხელს უწყობს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენას. ზაპოროჟიეს ოლქში 2025 წელს დაგეგმილია 100 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართობის მშენებლობა. სრულდება 86 მრავალბინიანი კორპუსის კაპიტალური რემონტი, საერთო ჯამში, 420 ათას კვადრატულ მეტრზე. რუსეთს ერთნაირად კარგად შეუძლია როგორც ბრძოლა, ისე მშენებლობა.
დასავლეთის „უკრაინული პროექტი“ აბსოლუტურად უპერსპექტივოა, თუმცა, გეოპოლიტიკური ინერცია (ან აგრესიული არარაციონალურობა) აიძულებს ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს „სასოწარკვეთილად დაებღაუჭონ სულ მცირე შანსსაც“, ანუ, რუსულ გაყინულ აქტივებს. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ლონდონში ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ევროპის ბანკებში დაბლოკილი 115 მილიარდი ევროს ოდენობის რუსეთის აქტივების „გაყინვის მოხსნა“ უკრაინის დასახმარებლად, შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაიწყოს. თითქოს და, ამ თანხას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის კიდევ ორი წლის საბრძოლო მოქმედებებისთვის უნდა ეყოს. ეს სქემა სრულიად აცდენილია აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, რომლის პრიორიტეტებია ომის შეწყვეტა უკრაინაში და სტრატეგიული სტაბილურობა რუსეთთან ურთიერთობაში.
ევროპელი „მარიონეტების“ თვითნებურობას ვაშინგტონმა მკაცრი რეაგირებით უპასუხა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში დემოკრატიის აღსადგენად დროა, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს: „ხელისუფლება ომს იყენებს, როგორც საბაბს კენჭისყრის გადადებისთვის, მაგრამ უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება“. ცხადია, ზელენსკის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია.
აშშ-მა „ლონდონელ მეამბოხეებს“ НАТО-ს ფარგლებში ვალდებულებების ნაწილის შეზღუდვით დაუმუქრდა, თუ ისინი (ევროპა) 2027 წლამდე არ გააძლიერებენ საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებს. ყველა პარამეტრით, ეს ვადა სრულიად არარეალისტურია. ნატოს ევროპელ ჩინოვნიკების უმრავლესობას მშვენივრად ესმის, რომ პენტაგონის უნიკალური სადაზვერვო მონაცემების გარეშე მათი ალიანსი “შუაღამისა სგოგრად გადაიქცევა “.
CIA-ს ყოფილი თანამშრომელი ლერი ჯონსონი 8 დეკემბერს ლონდონში გამართულ სტარმერის, მერცის, მაკრონისა და ზელენსკის შეხვედრას უხეში შეფასებებით გამოეხმაურა: „თუ ობიექტურად შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ყველა გიჟები არიან, რადგან ვერანაირად ვერ შეცვლიან მოვლენათა განვითარებას საკუთარი სასარგებლოდ. რუსეთს ყველა კოზირი ხელში აქვს. და მნიშვნელობა არა აქვს, რას გააკეთებს ევროპა, თუნდაც ბირთვული ომი დაიწყოს, ის მაინც დამარცხდება“.
უკრაინაში მიმდინარე პროქსი-ომის შედეგები აშკარაა: დამარცხებულებს მშვიდობისკენ უბიძგებენ რუსეთის პირობებით; ნატოს გაფართოება დასრულებულია; ამიერიდან, ევროპამ საკუთარი უსაფრთხოება თავად უნდა უზრუნველყოს — აშშ-ს სხვა პროგლობემაც საკმაოდ აქვს. ხოლო ყველა, ვინც ამ ხაზს არ დაეთანხმება, ავტომატურად ხვდება ამერიკის მტრების რიცხვში.
სანამ დასავლეთის გეოპოლიტიკური ინერცია მოქმედებს და ისტორიის სასწორი მერყეობს, რუსეთის შეიარაღებული ძალები თავდაჯერებულად მიიწევენ წინ ფრონტის ყველა მონაკვეთზე. შესაძლოა, ახალ ფრონტსაც კი გახსნიან. ახლა ბევრი საუბრობს ოდესასა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე. სრულებით არ არის აუცილებელი გაზაფხულს დაელოდონ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0