https://sputnik-georgia.com/20251209/papuashvili-kamitis-saqmeze-komentars-aketebs-296122490.html
პაპუაშვილი „კამიტის“ საქმეზე: BBC-ის წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიას მივმართავთ
პაპუაშვილი „კამიტის“ საქმეზე: BBC-ის წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიას მივმართავთ
Sputnik საქართველო
სუს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთიერება „კამიტი“ არასდროს შეუძენია, ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს გამოყენებული... 09.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-09T17:37+0400
2025-12-09T17:37+0400
2025-12-09T17:37+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2c0ddcbc97c0e7fa79bd82bd442869ee.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ფაქტია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ჩართული იყვნენ უცხო ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა BBC-ის სიუჟეტის შესახებ, რომელშიც საუბარია 2024 წელს თბილისში საპროტესტო აქციების ჩასახშობად „კამიტის“ შესაძლო გამოყენებაზე. 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა საბრძოლო ქიმიური ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენა, გამოძიება დაასრულა. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია და არ გამოუყენებია მომიტინგეების წინააღმდეგ ბრომბენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო აპირებს BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიმართოს. ბრიტანული მედიაკორპორაციის მიერ აღნიშნული სიუჟეტის გავრცელების შემდეგ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელის შეტანას აპირებს.„BBC-ის წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიას მივმართავთ, რომელიც ბრიტანეთშია და შემდეგ გამოვიყენებთ სხვა სამართლებრივ საშუალებებს, აუცილებლად. ამ საკითხს ჩავყვებით ბოლომდე როგორც დეზინფორმაციის გავრცელების მხილებაში, ისე იმის გასარკვევად თუ რასთან გვქონდა საქმე. მოვისმინეთ პირდაპირი ბრალდებები ბრიუსელიდან იმისთვის რომ ეს ყალბი ნარატივი რაიმენაირად გაეძლიერებინათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. სკანდალური რეპორტაჟი და გამოძიების დასკვნები BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების დროს BBC-მ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, ექიმები და შეაგროვა მონაცემები, რომლებიც, თითქოსდა, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს. საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუსმა გამოიძია. გამოძიების ინფორმაციით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში ებრაული კომპანიისგან შეიძინა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ თავის გამხსნელთან, „ტრიქლორეთილენთან“ ერთად, და სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა საქართველოში აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებულია კვლევის 25 ნიმუში. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“. გარდა ამისა, სუსი აღნიშნავს, რომ ლაშა შერგელაშვილი, რომლის ინფორმაციასაც მეტწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, იძებნება თბილისის შემოგარენში იარაღის სამალავის საქმეზე.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_194:0:2925:2048_1920x0_80_0_0_c68e665fd293486f9613523f732ee793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
პაპუაშვილი „კამიტის“ საქმეზე: BBC-ის წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიას მივმართავთ
სუს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთიერება „კამიტი“ არასდროს შეუძენია, ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს გამოყენებული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულთა კატეგორიას
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ფაქტია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ჩართული იყვნენ უცხო ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა BBC-ის სიუჟეტის შესახებ, რომელშიც საუბარია 2024 წელს თბილისში საპროტესტო აქციების ჩასახშობად „კამიტის“ შესაძლო გამოყენებაზე.
6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა საბრძოლო ქიმიური ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენა, გამოძიება დაასრულა. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია და არ გამოუყენებია მომიტინგეების წინააღმდეგ ბრომბენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“.
„ყველაფერს დაესვა წერტილი, ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი საერთაშორისო ინსტიტუციებს რაიმე საკითხი აინტერესებთ, მიმართონ სუსს, აჩვენებენ ყველა დოკუმენტს და გააცნობენ ყველა საკითხს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო აპირებს BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიმართოს.
ბრიტანული მედიაკორპორაციის მიერ აღნიშნული სიუჟეტის გავრცელების შემდეგ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელის შეტანას აპირებს.
„BBC-ის წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიას მივმართავთ, რომელიც ბრიტანეთშია და შემდეგ გამოვიყენებთ სხვა სამართლებრივ საშუალებებს, აუცილებლად. ამ საკითხს ჩავყვებით ბოლომდე როგორც დეზინფორმაციის გავრცელების მხილებაში, ისე იმის გასარკვევად თუ რასთან გვქონდა საქმე. მოვისმინეთ პირდაპირი ბრალდებები ბრიუსელიდან იმისთვის რომ ეს ყალბი ნარატივი რაიმენაირად გაეძლიერებინათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სკანდალური რეპორტაჟი და გამოძიების დასკვნები
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების დროს BBC-მ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, ექიმები და შეაგროვა მონაცემები, რომლებიც, თითქოსდა, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუსმა გამოიძია.
გამოძიების ინფორმაციით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში ებრაული კომპანიისგან შეიძინა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ თავის გამხსნელთან, „ტრიქლორეთილენთან“ ერთად, და სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა საქართველოში აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებულია კვლევის 25 ნიმუში.
საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.
გარდა ამისა, სუსი აღნიშნავს, რომ ლაშა შერგელაშვილი, რომლის ინფორმაციასაც მეტწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, იძებნება თბილისის შემოგარენში იარაღის სამალავის საქმეზე.