https://sputnik-georgia.com/20251209/espn-ilia-topuria-30-wlamde-asakis-sauketeso-mebrzolad-daasaxela-296125080.html
გამოცემა ESPN-მა ილია თოფურია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა
გამოცემა ESPN-მა ილია თოფურია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა
Sputnik საქართველო
ათეულში ასევე მოხვდნენ სხვა ორგანიზაციის მებრძოლებიც. მეორე ადგილზეა PFL-ის ვარსკვლავი დაკოტა დიტჩევა. 09.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-09T19:22+0400
2025-12-09T19:22+0400
2025-12-09T19:22+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/15/286966912_552:239:1953:1027_1920x0_80_0_0_6633b9506bfc1305907f5dad6322d1a4.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 30 წლამდე ასაკის 30 საუკეთესო მებრძოლი დაასახელა, სიაში პირველ ადგილს UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია იკავებს.ESPN-ის ექსპერტების შეფასებით, 28 წლის თოფურიას განვლილი გზა და მისი დომინანტური სტილი მას რეიტინგის უპირობო ლიდერად აქცევს.თოფურიამ 17 ბრძოლა მოიგო და UFC-ის ორი დივიზიონის ქამარს დაეუფლა. ქვემსუბუქი წონის (65კგ) ტიტული მან 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, ხოლო მსუბუქი წონის – 2025 წლის ივნისში.ათეულში ასევე მოხვდნენ სხვა ორგანიზაციის მებრძოლებიც. მეორე ადგილზეა PFL-ის ვარსკვლავი დაკოტა დიტჩევა.ESPN-ის 30 წლამდე მებრძოლთა საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:ილია თოფურიაილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა.შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.შედეგად, 28 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია. თოფურია ორგანიზაციის ისტორიაში მეათე სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. აქამდე სხვადასხვა დივიზიონის ქამარი რენდი კუტურმა, ბი ჯეი პენმა, კონორ მაკგრეგორმა, ჯორჯ სენ-პიერმა, დანიელ კორმიემ, ამანდა ნუნეშმა, ჰენრი სეხუდომ , ჯონ ჯონსმა და ალექს პერეირამ მოიპოვეს.თოფურიამ მეტსახელიც შეიცვალა - ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან იგი „ლეგენდას“ (La Leyenda) სახელით იასპარეზებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/15/286966912_590:227:1911:1218_1920x0_80_0_0_2874f003a11731043a4d0b7ea3792e85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
გამოცემა ESPN-მა ილია თოფურია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა
ათეულში ასევე მოხვდნენ სხვა ორგანიზაციის მებრძოლებიც. მეორე ადგილზეა PFL-ის ვარსკვლავი დაკოტა დიტჩევა.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 30 წლამდე ასაკის 30 საუკეთესო მებრძოლი დაასახელა, სიაში პირველ ადგილს UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია იკავებს.
ESPN-ის ექსპერტების შეფასებით, 28 წლის თოფურიას განვლილი გზა და მისი დომინანტური სტილი მას რეიტინგის უპირობო ლიდერად აქცევს.
თოფურიამ 17 ბრძოლა მოიგო და UFC-ის ორი დივიზიონის ქამარს დაეუფლა. ქვემსუბუქი წონის (65კგ) ტიტული მან 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, ხოლო მსუბუქი წონის – 2025 წლის ივნისში.
ათეულში ასევე მოხვდნენ სხვა ორგანიზაციის მებრძოლებიც. მეორე ადგილზეა PFL-ის ვარსკვლავი დაკოტა დიტჩევა.
ESPN-ის 30 წლამდე მებრძოლთა საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
ჯეკ დელა მადალენა (29 წლის)
იან მაჩადო გარი (28 წლის)
უსმან ნურმაგომედოვი (27 წლის)
უმარ ნურმაგომედოვი (29 წლის)
არმან ცარუკიანი (29 წლის).
ილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.
ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.
შედეგად, 28 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია. თოფურია ორგანიზაციის ისტორიაში მეათე სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. აქამდე სხვადასხვა დივიზიონის ქამარი რენდი კუტურმა, ბი ჯეი პენმა, კონორ მაკგრეგორმა, ჯორჯ სენ-პიერმა, დანიელ კორმიემ, ამანდა ნუნეშმა, ჰენრი სეხუდომ , ჯონ ჯონსმა და ალექს პერეირამ მოიპოვეს.
თოფურიამ მეტსახელიც შეიცვალა - ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან იგი „ლეგენდას“ (La Leyenda) სახელით იასპარეზებს.