https://sputnik-georgia.com/20251209/britanetis-saelcho-bbc-emijneba-296128815.html
მედიასაშუალება დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან: ბრიტანეთის საელჩო BBC-ის ემიჯნება
მედიასაშუალება დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან: ბრიტანეთის საელჩო BBC-ის ემიჯნება
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ბრიტანულ მედიაკორპორაცია BBC-ის ემიჯნება და აცხადებს, რომ აღნიშნული მედიასაშუალება... 09.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-09T19:47+0400
2025-12-09T19:47+0400
2025-12-09T19:46+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0f/294951474_0:2:2668:1503_1920x0_80_0_0_6a305c97575c89526dfff60bc6d986cc.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ბრიტანულ მედიაკორპორაცია BBC-ის ემიჯნება და აცხადებს, რომ აღნიშნული მედიასაშუალება დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან, საელჩოს კომენტარს „რადიო თავისუფლება" ავრცელებს.გასულ კვირას BC-მ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გაავრცელა, რომლის თანახმად 2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების ფარგლებში BBC-იმ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, საქართველოს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ექიმები და ასევე შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო დიდ ბრიტანეთს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ BBC-ის მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა.BBC-ის მიერ გავრცელებული სიუჟეტის საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძია.6 დეკემბერს სუს-მა ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები გაავრცელა. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია და არ გამოუყენებია მომიტინგეების წინააღმდეგ ბრომბენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“.გამოძიების ინფორმაციით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში ებრაული კომპანიისგან შეიძინა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ თავის გამხსნელთან, „ტრიქლორეთილენთან“ ერთად, და სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა საქართველოში აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებით.მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებულია კვლევის 25 ნიმუში.საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.გარდა ამისა, სუსი აღნიშნავს, რომ ლაშა შერგელაშვილი, რომლის ინფორმაციასაც მეტწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, იძებნება თბილისის შემოგარენში იარაღის სამალავის საქმეზე.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0f/294951474_0:0:2668:2001_1920x0_80_0_0_753551a4f0606fb918904e694e518096.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ბრიტანულ მედიაკორპორაცია BBC-ის ემიჯნება და აცხადებს, რომ აღნიშნული მედიასაშუალება დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან, საელჩოს კომენტარს „რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
გასულ კვირას BC-მ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გაავრცელა, რომლის თანახმად 2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების ფარგლებში BBC-იმ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, საქართველოს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ექიმები და ასევე შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო დიდ ბრიტანეთს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ BBC-ის მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა.
„BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით და ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“, - განუცხადეს „რადიო თავისუფლებას” საელჩოში.
BBC-ის მიერ გავრცელებული სიუჟეტის საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძია.
6 დეკემბერს სუს-მა ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები გაავრცელა. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია და არ გამოუყენებია მომიტინგეების წინააღმდეგ ბრომბენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“.
გამოძიების ინფორმაციით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში ებრაული კომპანიისგან შეიძინა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ თავის გამხსნელთან, „ტრიქლორეთილენთან“ ერთად, და სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა საქართველოში აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებულია კვლევის 25 ნიმუში.
საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.
გარდა ამისა, სუსი აღნიშნავს, რომ ლაშა შერგელაშვილი, რომლის ინფორმაციასაც მეტწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, იძებნება თბილისის შემოგარენში იარაღის სამალავის საქმეზე.