https://sputnik-georgia.com/20251208/ukanono-xetyis-chris-paqtebi-gamovlinda-296106877.html
გარემოსდამცველებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდამცველებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
კანონდამრღვევების მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო უკანონოდ მოპოვებული დაუფირნიშებელი მორები, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის... 08.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-08T10:27+0400
2025-12-08T10:27+0400
2025-12-08T10:27+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_0:134:3167:1915_1920x0_80_0_0_dd6f2a76e562a2936ca1c6d4bc4a1fed.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა თანამშრომლებმა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ხეტყის უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.უწყების ცნობით, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილი იქნა ჯამში 10 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული, წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი.კანონდამრღვევების მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო უკანონოდ მოპოვებული დაუფირნიშებელი მორები, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში".ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციისთვის, რეგიონული სატყეო სამსახურები სრულადაა აღჭურვილი ტექნიკური საშუალებებით. მონიტორინგი, დრონებთან ერთად, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგებისა და სამხრე კამერების საშუალებითაც ხორციელდება, რაც ტყეზე კონტროლის გაძლიერების საშუალებას იძლევა.უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_94e3fd6dd31b0526e24ae00d6a2817dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
გარემოსდამცველებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს
კანონდამრღვევების მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო უკანონოდ მოპოვებული დაუფირნიშებელი მორები, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში".
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა თანამშრომლებმა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ხეტყის უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილი იქნა ჯამში 10 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული, წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი.
კანონდამრღვევების მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო უკანონოდ მოპოვებული დაუფირნიშებელი მორები, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში".
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციისთვის, რეგიონული სატყეო სამსახურები სრულადაა აღჭურვილი ტექნიკური საშუალებებით. მონიტორინგი, დრონებთან ერთად, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგებისა და სამხრე კამერების საშუალებითაც ხორციელდება, რაც ტყეზე კონტროლის გაძლიერების საშუალებას იძლევა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.