https://sputnik-georgia.com/20251208/saqsi-evropis-mcdelobebze-ukarnaxos-saqartvelos-savachro-politika-296112759.html
„აბსურდული და სამწუხარო“: საქსი ევროპის მცდელობებზე უკარნახოს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა
„აბსურდული და სამწუხარო“: საქსი ევროპის მცდელობებზე უკარნახოს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა
Sputnik საქართველო
საქსის თქმით, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ინტერესები დასავლეთის ქვეყნებისთვის მეორეხარისხოვანია 08.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-08T20:00+0400
2025-12-08T20:00+0400
2025-12-08T20:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კავკასია
გაერო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248993498_692:60:3000:1358_1920x0_80_0_0_98f3673f97fe34bce4f3e3bfdca44c26.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს, ევროპის მცდელობები კი, უკარნახოს ქვეყანას ვისთან ივაჭროს, აბსურდულია, განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა და მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა ჯეფრი საქსმა.ამის შესახებ საქსმა გადაცემაში „თბილისის დროით“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რა მიზანს ემსახურება ცრუ ბრალდებები, თითქოს საქართველო რუსეთის ფედერაციას ზედმეტად დაახლოვდა. საქსის თქმით, ნებისმიერი რეგიონის განხილვის წინ მნიშვნელოვანია მისი გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ინტერესები რეგიონში მხოლოდ ქაოსისა და შიშის დათესვით შემოიფარგლება.საქსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ინტერესები დასავლეთის ქვეყნებისთვის მეორეხარისხოვანია, დასავლეთის სტრატეგიული ამბიციები კი დაკავშირებულია რეგიონის კონტროლის სურვილთან პრინციპით „დაყავი და იბატონე“. „როდესაც ევროპა აცხადებს, რომ სურს სტრატეგიული კონტროლი ჰქონდეს რეგიონზე, ეს ყოვლად არანორმალური ამბიციაა!..ამ იმპერიული თვალსაზრისის გათვალისწინებით კი მათთვის ნაკლებად საინტერესოა საქართველოს ან სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა“, - განაცხადა საქსმა. დასავლეთი არაერთხელ მოუწოდებდა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებისკენ. თუმცა, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი არ დააწესებდნენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს მხოლოდ თავად საქართველოს დააზარალებდა. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საქონლის გადაადგილებასთან მის საზღვრებზე. დღემდე, ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილების არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248993498_908:55:2761:1444_1920x0_80_0_0_aea0da757a90239c0a771ee82b442ea6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კავკასია, გაერო, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კავკასია, გაერო, ახალი ამბები
„აბსურდული და სამწუხარო“: საქსი ევროპის მცდელობებზე უკარნახოს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა
საქსის თქმით, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ინტერესები დასავლეთის ქვეყნებისთვის მეორეხარისხოვანია
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს, ევროპის მცდელობები კი, უკარნახოს ქვეყანას ვისთან ივაჭროს, აბსურდულია, განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა და მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა ჯეფრი საქსმა.
ამის შესახებ საქსმა გადაცემაში „თბილისის დროით“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რა მიზანს ემსახურება ცრუ ბრალდებები, თითქოს საქართველო რუსეთის ფედერაციას ზედმეტად დაახლოვდა. საქსის თქმით, ნებისმიერი რეგიონის განხილვის წინ მნიშვნელოვანია მისი გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობა.
„საქართველოს შეუძლია იყოს ჩრდილოეთსა და სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის სავაჭრო დერეფანი. საქართველოს არის ტურისტული ჰაბი, უძველესი ცივილიზაცია დახუნძლული ბევრი საინტერესო ტურისტული საგანძურით უმშვენიერეს მიწაზე. ასე რომ მოცემულობა, რომ ევროპამ უნდა უკარნახოს საქართველოს ან მეზობელ სომხეთსა ან აზერბაიჯანს თუ ვისთან ივაჭრონ - არის აბსურდული და სამწუხარო“, - განაცხადა საქსმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ინტერესები რეგიონში მხოლოდ ქაოსისა და შიშის დათესვით შემოიფარგლება.
„გამომდინარე აქედან, მგონია, ევროპამ უნდა შეწყვიტოს უკანონო ზეწოლა და სანქციები. სანქციების დაწესება მხოლოდ და მხოლოდ გაეროს ქარტიის საფუძველზეა შესაძლებელი, ევროკავშირს კი არ აქვს უფლება გაეროს გვერდის ავლით საქართველოს სანქციები დაუწესოს“, - აღნიშნა საქსმა.
საქსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ინტერესები დასავლეთის ქვეყნებისთვის მეორეხარისხოვანია, დასავლეთის სტრატეგიული ამბიციები კი დაკავშირებულია რეგიონის კონტროლის სურვილთან პრინციპით „დაყავი და იბატონე“.
„როდესაც ევროპა აცხადებს, რომ სურს სტრატეგიული კონტროლი ჰქონდეს რეგიონზე, ეს ყოვლად არანორმალური ამბიციაა!..ამ იმპერიული თვალსაზრისის გათვალისწინებით კი მათთვის ნაკლებად საინტერესოა საქართველოს ან სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა“, - განაცხადა საქსმა.
დასავლეთი არაერთხელ მოუწოდებდა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებისკენ. თუმცა, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი არ დააწესებდნენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს მხოლოდ თავად საქართველოს დააზარალებდა.
საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საქონლის გადაადგილებასთან მის საზღვრებზე.
დღემდე, ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილების არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.