https://sputnik-georgia.com/20251208/saqartveloshi-stiqiuri-ubedurebebis-riskis-zonashi-mkopi-shenobebis-raodenoba-gaizarda-296106543.html
საქართველოში სტიქიური უბედურებების რისკის ზონაში მყოფი შენობების რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში სტიქიური უბედურებების რისკის ზონაში მყოფი შენობების რაოდენობა გაიზარდა
Sputnik საქართველო
2024 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა წყალდიდობა- წყალმოვარდნა-დატბორვის 26 შემთხვევა, ქარიშხლის - 16, სეტყვის -11, დიდთოვლობის - 9, შტორმის - 2 და ზვავის 4 შემთხვევა 08.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-08T11:39+0400
2025-12-08T11:39+0400
2025-12-08T11:39+0400
საქართველო
საქსტატი
სტატისტიკა
საზოგადოება
სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/17/249269651_39:0:2807:1557_1920x0_80_0_0_e3cfc0a37ab3f51d943d969c72ace7b2.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში სტიქიური უბედურების რისკის ზონაში 4.266 შენობა-ნაგებობა და 1.567 დასახლებული პუნქტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" გარემოს სტატისტიკის პორტალზე გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში კლიმატური და გეოლოგიური რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გეოლოგიური კატასტროფების რაოდენობა წინა ათწლეულთან შედარებით თითქმის 80%-ით არის გაზრდილი.სტატისტიკა ასევე აჩვენებს რისკის ქვეშ მყოფი ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობის სტაბილურ ზრდას. 2023 წელს საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული იყო 3.972 შენობა-ნაგებობა, 2022 წელს - 1.514, 2021 წელს - 1.268, 2020 წელს - 1.040 და ა.შ. ანალოგიური დინამიკა შეიმჩნევა დასახლებული პუნქტების მიხედვით: 2023 წელს რისკის ზონაში იყო 1.545 დასახლება, 2022 წელს - 1.523, 2021 წელს - 1.477, 2020 წელს - 1.145 და ა.შ.2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა, პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა კურორტი. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, 32 დაღუპულის პარალელურად დაკარგულად მიიჩნევა კიდევ ერთი პირი. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. კომპანია Geotesti-ის შვეიცარიელმა ექსპერტებმა მეწყერის მთავარ მიზეზად კლიმატის ცვლილება დაასახელეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/17/249269651_385:0:2461:1557_1920x0_80_0_0_c4272fca804eaad9dee63be7a9c350df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საზოგადოება, სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საზოგადოება, სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები
საქართველოში სტიქიური უბედურებების რისკის ზონაში მყოფი შენობების რაოდენობა გაიზარდა
2024 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა წყალდიდობა- წყალმოვარდნა-დატბორვის 26 შემთხვევა, ქარიშხლის - 16, სეტყვის -11, დიდთოვლობის - 9, შტორმის - 2 და ზვავის 4 შემთხვევა
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში სტიქიური უბედურების რისკის ზონაში 4.266 შენობა-ნაგებობა და 1.567 დასახლებული პუნქტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" გარემოს სტატისტიკის პორტალზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში კლიმატური და გეოლოგიური რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გეოლოგიური კატასტროფების რაოდენობა წინა ათწლეულთან შედარებით თითქმის 80%-ით არის გაზრდილი.
2024 წელს ქვეყანაში 68 სტიქიური უბედურება დაფიქსირდა. მათ შორის იყო წყალდიდობა- წყალმოვარდნა-დატბორვის 26 შემთხვევა, ქარიშხლის - 16, სეტყვის -11, დიდთოვლობის - 9, შტორმის - 2, ხოლო ზვავის 4 შემთხვევა. სტიქიური უბედურებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა: 2 - წყალდიდობის, 2 კი ზვავის შედეგად.
სტატისტიკა ასევე აჩვენებს რისკის ქვეშ მყოფი ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობის სტაბილურ ზრდას. 2023 წელს საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული იყო 3.972 შენობა-ნაგებობა, 2022 წელს - 1.514, 2021 წელს - 1.268, 2020 წელს - 1.040 და ა.შ. ანალოგიური დინამიკა შეიმჩნევა დასახლებული პუნქტების მიხედვით: 2023 წელს რისკის ზონაში იყო 1.545 დასახლება, 2022 წელს - 1.523, 2021 წელს - 1.477, 2020 წელს - 1.145 და ა.შ.
2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა, პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა კურორტი. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, 32 დაღუპულის პარალელურად დაკარგულად მიიჩნევა კიდევ ერთი პირი. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. კომპანია Geotesti-ის შვეიცარიელმა ექსპერტებმა მეწყერის მთავარ მიზეზად კლიმატის ცვლილება დაასახელეს.