https://sputnik-georgia.com/20251208/saqartvelo-azerbaijanidan-somxetshi-navtobs-gaatarebs-296116992.html
მხოლოდ ერთხელ: საქართველო აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობის ტრანზიტს უფასოდ განახორციელებს
მხოლოდ ერთხელ: საქართველო აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობის ტრანზიტს უფასოდ განახორციელებს
Sputnik საქართველო
საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული, სანდო პარტნიორი ქვეყანა, განაცხადეს უწყებაში 08.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-08T22:00+0400
2025-12-08T22:00+0400
2025-12-08T22:42+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
კავკასია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259257956_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_27e2231c2318076fb298635c450b23b7.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველო უზრუნველყოფს თავისი ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობის ერთჯერად, უფასო ტრანზიტს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა „აზერბაიჯანიდან სომხეთში სარკინიგზო ტრანსპორტით საწვავის მიწოდების შეფერხებას სატარიფო ბარიერები ქმნის“.უწყების ცნობით, მინდინარე წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.„საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული, სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი", - აღნიშნულია განცხადებაში.მანამდე, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ, სავარაუდოდ, 111-კილომეტრიანი მარშრუტით აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობის შესაძლო ტრანზიტისთვის ტონაზე 92 დოლარის საფასური მოითხოვა, რაც ტონა-კილომეტრზე 0,82 დოლარის ეკვივალენტურია.
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259257956_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_8b468f7e60653937c5f7943218a167a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, კავკასია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, კავკასია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
მხოლოდ ერთხელ: საქართველო აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობის ტრანზიტს უფასოდ განახორციელებს
22:00 08.12.2025 (განახლებულია: 22:42 08.12.2025) საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული, სანდო პარტნიორი ქვეყანა, განაცხადეს უწყებაში
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველო უზრუნველყოფს თავისი ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობის ერთჯერად, უფასო ტრანზიტს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა „აზერბაიჯანიდან სომხეთში სარკინიგზო ტრანსპორტით საწვავის მიწოდების შეფერხებას სატარიფო ბარიერები ქმნის“.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა, აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეცნობათ ოფიციალურ მხარეებს", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მინდინარე წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.
„საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული, სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი", - აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ, სავარაუდოდ, 111-კილომეტრიანი მარშრუტით აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობის შესაძლო ტრანზიტისთვის ტონაზე 92 დოლარის საფასური მოითხოვა, რაც ტონა-კილომეტრზე 0,82 დოლარის ეკვივალენტურია.