https://sputnik-georgia.com/20251208/parikaoba-sandro-bazadze-msoplio-reitingis-pirveli-nomeria-296111161.html
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია
Sputnik საქართველო
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა, სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. 08.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-08T17:37+0400
2025-12-08T17:37+0400
2025-12-08T17:37+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/05/293184764_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_ed4c55feda845a418fc6f8a647e8f447.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 225 ქულით მსოფლიო რეიტინგს ჩაუდგა სათავეში.2025 წელს 32 წლის ქართველმა სპორტსმენმა თბილისში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრების ფინალში ბაზაძემ ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი დამაჯერებლად - 15:9 დაამარცხა.განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილს სწორედ პატრისი იკავებს 206 ქულით. კლასიფიკაციაში მესამეა (169 ქულით) ასევე ფრანგი სებასტიან პატრისი, მეოთხეზე იტალიელი ლუკა კურატოლია (145 ქულა), ხოლო მეხუთეზე – ეგვიპტელი აჰმედ ჰეშამი (143 ქულა).მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა, სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. კონტინენტის პირველობა პირველად მან 2022 წელს თურქეთში მოიგო, ხოლო მეორედ – 2023 წელს ბულგარეთში. ქართველი მოფარიკავე 2023 წელს ასევე გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებულიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/05/293184764_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_fcbc673a207f5315275861afb27428a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა, სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია.
თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 225 ქულით მსოფლიო რეიტინგს ჩაუდგა სათავეში.
2025 წელს 32 წლის ქართველმა სპორტსმენმა თბილისში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრების ფინალში ბაზაძემ ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი დამაჯერებლად - 15:9 დაამარცხა.
განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილს სწორედ პატრისი იკავებს 206 ქულით. კლასიფიკაციაში მესამეა (169 ქულით) ასევე ფრანგი სებასტიან პატრისი, მეოთხეზე იტალიელი ლუკა კურატოლია (145 ქულა), ხოლო მეხუთეზე – ეგვიპტელი აჰმედ ჰეშამი (143 ქულა).
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა, სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. კონტინენტის პირველობა პირველად მან 2022 წელს თურქეთში მოიგო, ხოლო მეორედ – 2023 წელს ბულგარეთში. ქართველი მოფარიკავე 2023 წელს ასევე გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებულიც.