თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე პატიმრობაში დატოვა

© Ministry of Defence of Georgia ჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2025
გამოწერა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავა.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. მოსამართლემ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად აღნიშნულ საქმეზე დაკავებული პირებიც - მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ცოლის ძმა ვასილ მხეიძე პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვა და გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში ხმაურიანი კორუფციული სკანდალი გაღვივდა, რომლის მთავარი ფიგურანტიც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აღმოჩნდა. მას ბრალად ედება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და 2023 წელს სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენისას 1,3 მილიონი ლარის გათეთრება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა.
ბრალდება 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0