GCCA: ბოლო 11 თვეში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 160 ფაქტი დადასტურდა

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე"
სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2025
გამოწერა
კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წელს ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის 11 თვეში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 260 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის 160 ფაქტი დაადასტურა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის 11 თვეში - 1.285 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 4.610 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა 62%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული განცხადებების რიცხვს.
GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 75 მოვაჭრეს 120 საქმეზე ჯამში 122.083 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 163 საქმეზე 147 შეთანხმება გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 80%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა - 5%, იმერეთი - 5%, კახეთი-2 %, ქვემო ქართლი-2 % და სხვა რეგიონები.
11 თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 490 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 428, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 227, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 98, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 37, ხოლო სხვა დანარჩენზე - 86 განაცხადი.
სტატისტიკის თანახმად, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება - 10%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 5%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობები - 12%-ს.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
2024 წლის სექტემბერში კონკურენციის სააგენტო დასახელდა მსოფლიო ბანკის გამარჯვებულად მომხმარებელთა უფლებების დაცვის, განაცხადების ეფექტური განხილვისა და მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად პრობლემის გადაჭრისთვის.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, საქართველო პროგრესს აღწევს მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და ევროკომისიის 2023 წლის ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებულია. კერძოდ, ქვეყანას აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.
ყველა ახალი ამბავი
0