https://sputnik-georgia.com/20251208/deputati-bbc-binzuri-provokacia-uwodes-296112399.html
სკანდალი BBC-ის ირგვლივ: საქართველოში სიუჟეტს „ბინძური პროვოკაცია" უწოდეს
სკანდალი BBC-ის ირგვლივ: საქართველოში სიუჟეტს „ბინძური პროვოკაცია" უწოდეს
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, მასალის ავტორები და მონაწილეები შეგნებულად ავრცელებენ ცილისმწამებლურ ბრალდებებს 08.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-08T18:15+0400
2025-12-08T18:15+0400
2025-12-08T18:15+0400
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_bc60da9e7efa3ef6250d4045ee4209f9.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. BBC-ის სიუჟეტი, რომელშიც საუბარია 2024 წელს თბილისში საპროტესტო აქციების ჩასახშობად „კამიტის“ შესაძლო გამოყენებაზე, „ბინძური პროვოკაციაა“, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის საერთაშორისო სტატუსის შელახვას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბუნიამ.6 დეკემბერს, სუს-მა ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა საბრძოლო ქიმიური ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენა, გამოძიება დაასრულა. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია და არ გამოუყენებია მომიტინგეების წინააღმდეგ ბრომბენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“.მისი თქმით, მასალის ავტორები და მონაწილეები შეგნებულად ავრცელებენ ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რისგამოც ყველა მათგანი პასუხს აგებს.აღნიშნული სიუჟეტის გავრცელების შემდეგ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელის შეტანას აპირებს.„BBC უნდა მოემზადოს ხანგრძლივი სამართლებრივი დავისთვის. ყველა იმ ადამიანმა, რომელიც იყო ჩართული და რომელთაც გააზრებული ჰქონდათ, რომ მიზანმიმართულად დაებრალებინათ საქართველოსთვის უმძიმესი ბრალდება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ სიუჟეტში, პასუხი უნდა აგოს ცილისწამებისთვის“, - აღნიშნა გაბუნიამ.სკანდალური რეპორტაჟი და გამოძიების დასკვნებიBBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების დროს BBC-მ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, ექიმები და შეაგროვა მონაცემები, რომლებიც, თითქოსდა, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუსმა გამოიძია.გამოძიების ინფორმაციით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში ებრაული კომპანიისგან შეიძინა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ თავის გამხსნელთან, „ტრიქლორეთილენთან“ ერთად, და სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა საქართველოში აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებით.მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებულია კვლევის 25 ნიმუში.საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.გარდა ამისა, სუსი აღნიშნავს, რომ ლაშა შერგელაშვილი, რომლის ინფორმაციასაც მეტწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, იძებნება თბილისის შემოგარენში იარაღის სამალავის საქმეზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_070c810b341c55515ea6bf001c9baac7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
სკანდალი BBC-ის ირგვლივ: საქართველოში სიუჟეტს „ბინძური პროვოკაცია" უწოდეს
დეპუტატის თქმით, მასალის ავტორები და მონაწილეები შეგნებულად ავრცელებენ ცილისმწამებლურ ბრალდებებს
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. BBC-ის სიუჟეტი, რომელშიც საუბარია 2024 წელს თბილისში საპროტესტო აქციების ჩასახშობად „კამიტის“ შესაძლო გამოყენებაზე, „ბინძური პროვოკაციაა“, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის საერთაშორისო სტატუსის შელახვას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბუნიამ.
6 დეკემბერს, სუს-მა ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა საბრძოლო ქიმიური ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენა, გამოძიება დაასრულა. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია და არ გამოუყენებია მომიტინგეების წინააღმდეგ ბრომბენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“.
„ბინძურ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი BBC-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში, რისი ერთადერთი მიზანიც იყო, რომ დაეზიანებინათ საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი", - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, მასალის ავტორები და მონაწილეები შეგნებულად ავრცელებენ ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რისგამოც ყველა მათგანი პასუხს აგებს.
აღნიშნული სიუჟეტის გავრცელების შემდეგ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელის შეტანას აპირებს.
„BBC უნდა მოემზადოს ხანგრძლივი სამართლებრივი დავისთვის. ყველა იმ ადამიანმა, რომელიც იყო ჩართული და რომელთაც გააზრებული ჰქონდათ, რომ მიზანმიმართულად დაებრალებინათ საქართველოსთვის უმძიმესი ბრალდება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ სიუჟეტში, პასუხი უნდა აგოს ცილისწამებისთვის“, - აღნიშნა გაბუნიამ.
სკანდალური რეპორტაჟი და გამოძიების დასკვნები
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების დროს BBC-მ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, ექიმები და შეაგროვა მონაცემები, რომლებიც, თითქოსდა, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუსმა გამოიძია.
გამოძიების ინფორმაციით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში ებრაული კომპანიისგან შეიძინა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ თავის გამხსნელთან, „ტრიქლორეთილენთან“ ერთად, და სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა საქართველოში აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებულია კვლევის 25 ნიმუში.
საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.
გარდა ამისა, სუსი აღნიშნავს, რომ ლაშა შერგელაშვილი, რომლის ინფორმაციასაც მეტწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, იძებნება თბილისის შემოგარენში იარაღის სამალავის საქმეზე.