https://sputnik-georgia.com/20251208/babuis-ganzrax-mkvlelobashi-braldebuls-17-wlit-patimroba-sheeparda-296115689.html
ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა
ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გორში მომხდარი წინასწარი შეცნობით... 08.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-08T21:25+0400
2025-12-08T21:25+0400
2025-12-08T21:25+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გორში მომხდარი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 17 წლით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 10 მარტს, გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა მასთან ერთად მცხოვრებ ბაბუას სიცოცხლისათვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რომელიც მიღებული სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სსსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გორში მომხდარი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 17 წლით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 10 მარტს, გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა მასთან ერთად მცხოვრებ ბაბუას სიცოცხლისათვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რომელიც მიღებული სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სსსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.