Tu-134-ებიდან Boeing-ებამდე: როგორ ვითარდებოდა ქართული ავიაცია – ვიდეო

გამოწერა
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორია საბჭოთა პერიოდში დაიწყო, მაგრამ დამოუკიდებელ ინდუსტრიად სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა.
ავიაკომპანია Air Georgia 1990-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, მისი რეისები Tu-134 თვითმფრინავებით სრულდებოდა. Airzena 1993 წელს დაარსდა, ჩარტერული რეისები 1994 წელს დაიწყო, ილ-62M თვითმფრინავებით. კომპანიამ რეგულარული რეისების შესრულება 1997 წლიდან დაიწყო.
1999 წელს კომპანიები გაერთიანდნენ და ეწოდა Airzena Georgian Airlines-ი, მოგვიანებით კი სახელი შეიცვალა და ეწოდა Georgian Airways-ი. 2000 წელს ავიაკომპანია Boeing737-500-ის თვითმფრინავებზე გადავიდა და უარი თქვა Tu-134-ის გამოყენებაზე.
მოგვიანებით მან შეიძინა Bombardier-ის, Embraer-ის და Cessna-ს თვითმფრინავები, დღეს იგი საქართველოში უმსხვილესი ავიაკომპანიაა, თუმცა, მოგვიანებით დაარსდა Georgian Wings, MyWay Airlines, Tbilisi Airways, Vanilla Sky (Ak-Air Georgia). საქართველოს სამგზავრო თვითმფრინავები დღეს რეგულარულად დაფრინავენ 12 ქვეყანაში 20 მიმართულებით.
ყველა ახალი ამბავი
0