ძიუდო: ლაშა შავდათუაშვილი და ზაურ დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ

© photo: Sputnik / Stringerლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2025
გამოწერა
6 დეკემბერს იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე ოქროს მედალს ილია სულამანიძე (-100კგ) დაეუფლა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ტოკიოს გრანდ-სლემის მეორე დღეს ფინალურ ბლოკში ორი ქართველი იასპარეზებს.
-73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იბრძოლებს, მისი მეტოქე იაპონელი შუნსუკე უჩიმურა იქნება.
ასევე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ზაურ დვალაშვილი (-81კგ). მისი მეტოქეც იაპონელია, იოშიტო ჰოჯო.
იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე 6 დეკემბერს ოქროს მედალს ილია სულამანიძე (-100კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90კგ) მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0