საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი „იბერია 1999“ გახდა

© Erovnuli Ligaკლუბი „იბერია 1999"
კლუბი „იბერია 1999 - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2025
გამოწერა
ჩემპიონატის მოგების შანსი გორის „დილასაც" ჰქონდა, თუმცა, იგი საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოს" დაუზავდა (2:2) და სეზონი ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულა.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საფებურთო კლუბი „ იბერია 1999" ზედიზედ მეორედ და ჩემპიონატის ისტორიაში მესამედ გახდა საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი.
გუგა ნერგაძის გუნდმა ბოლო ტურში „გაგრა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა - გოლები გიორგი ჯინჯოლავამ და გიზო მამაგეიშვილმა გაიტანეს.
ჩემპიონატის მოგების შანსი გორის „დილასაც" ჰქონდა, თუმცა, იგი საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოს" დაუზავდა (2:2) და სეზონი ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულა.
ეროვნული ლიგიდან ფოთის „კოლხეთი“ გავარდა, პლეი-ოფში გადარჩენისთვის კი ბრძოლას „გარეჯი“ და „თელავი“ გააგრძელებენ.
„იბერიამ“ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის, ხოლო გორის „დილამ“, „ტორპედომ“ და თბილისის „დინამომ" კონფერენს-ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0