https://sputnik-georgia.com/20251207/premieri-studentebis-kvotebi-bazris-analizis-sapuzvelze-gadanawildeba-296101799.html
პრემიერი: უნივერსიტეტებს შორის კვოტები შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება
პრემიერი: უნივერსიტეტებს შორის კვოტები შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, ბოლო პერიოდში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს. 07.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-07T13:00+0400
2025-12-07T13:00+0400
2025-12-07T13:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/07/296101106_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_733dd0549abebbbdf3c386dd9b18d0c4.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც, პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საზღვარგარეთ გადინების შემცირებას და განათლების სისტემის განვითარებას რეგიონებში. რეფორმის მთავარი მიზანია უზრუნველყოს უმაღლესი განათლების ისეთივე ხარისხი, რასაც სტუდენტები დღეს სხვა ქვეყნებში იღებენ.მთავრობის მეთაურის თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.„არავინ ითვლიდა თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს", - განაცხადა კობახიძემ.როგორც პრემიერმა ადრე განაცხადა, მომავალი სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტები საერთაშორისო სტუდენტების მიღებას შეწყვეტენ. გარდა ამისა, სახელმწიფო სრულად დაფარავს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასურს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/07/296101106_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_182191304982568e8582ca6d76771a67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: უნივერსიტეტებს შორის კვოტები შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება
კობახიძის თქმით, ბოლო პერიოდში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც, პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საზღვარგარეთ გადინების შემცირებას და განათლების სისტემის განვითარებას რეგიონებში. რეფორმის მთავარი მიზანია უზრუნველყოს უმაღლესი განათლების ისეთივე ხარისხი, რასაც სტუდენტები დღეს სხვა ქვეყნებში იღებენ.
„კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.
„არავინ ითვლიდა თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა ადრე განაცხადა, მომავალი სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტები საერთაშორისო სტუდენტების მიღებას შეწყვეტენ. გარდა ამისა, სახელმწიფო სრულად დაფარავს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასურს.