უამინდობამ პრობლემები შექმნა: გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა

© Roads Department of Georgiaგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2025
გამოწერა
ავტოტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვა უამინდობის გამო გახდა საჭირო.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107 კილომეტრ მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე.
უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ: თოვის, ლიპყინულისა და შეზღუდული ხილვადობის გამო აიკრძალა.
ყველა ახალი ამბავი
0