https://sputnik-georgia.com/20251207/moseshvili-aviaciis-tanamshromlebs-propesiul-dges-ulocavs-296102643.html
მოსეშვილი ავიაციის სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს პროფესიულ დღეს ულოცავს
მოსეშვილი ავიაციის სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს პროფესიულ დღეს ულოცავს
Sputnik საქართველო
2025 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიული იქნება, რადგან წინასწარი პროგნოზით, ქვეყნის აეროპორტები 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურებიან. 07.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-07T16:13+0400
2025-12-07T16:13+0400
2025-12-07T16:13+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277671919_0:230:3078:1961_1920x0_80_0_0_4dbfbc760cdb539c401f81454960f5ef.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და სტაბილური განვითარება ამ სფეროში დასაქმებული თითოეული ადამიანის დამსახურებაა, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ლევან მოსეშვილმა ავიაციის სექტორში დასაქმებულთათვის პროფესიული დღის მილოცვისას.სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე (International Civil Aviation Day) მთელ მსოფლიოში 7 დეკემბერს აღინიშნება.მისი თქმით, 2025 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიული იქნება, რადგან წინასწარი პროგნოზით, ქვეყნის აეროპორტები 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურებიან.„ამ ეტაპზე საქართველოში 120-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 70-ზე მეტ მიმართულებას ემსახურებიან, ხოლო კვირაში ხორციელდება ასეულობით რეგულარული რეისი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საერთაშორისო საჰაერო ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა მოსეშვილმა.როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ დღემდე ქართულმა ავიაციამ ბევრი გამოწვევითა თუ გამარჯვებებით სავსე დიდი გზა გაიარა.სამოქალაქო ავიაციის დღე1944 წლის 7 დეკემბერს, 52 სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწერა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციას, რომელიც საჰაერო სამართლის სფეროში მოქმედი ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტია და განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის, უსაფრთხო ფუნქციონირების და განვითარების ძირითად ნორმებს.1947 წლის 4 აპრილს, კონვენციის რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდგომ ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO), რომლის ძირითად მანდატს წევრ სახელმწიფოებში მაქსიმალურად ერთგვაროვანი საავიაციო სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენდა.საქართველომ ჩიკაგოს კონვენციასთან მიერთების თაობაზე დადგენილებას 1993 წლის 7 დეკემბერს მოაწერა ხელი. ოფიციალური შეტყობინების პროცედურის დასრულების შემდგომ, 1994 წლის 20 თებერვალს, საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი (ICAO) წევრი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277671919_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f297886f1f537260b4a424156f7132e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
მოსეშვილი ავიაციის სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს პროფესიულ დღეს ულოცავს
2025 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიული იქნება, რადგან წინასწარი პროგნოზით, ქვეყნის აეროპორტები 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურებიან.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და სტაბილური განვითარება ამ სფეროში დასაქმებული თითოეული ადამიანის დამსახურებაა, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ლევან მოსეშვილმა ავიაციის სექტორში დასაქმებულთათვის პროფესიული დღის მილოცვისას.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე (International Civil Aviation Day) მთელ მსოფლიოში 7 დეკემბერს აღინიშნება.
„ვულოცავ პროფესიულ დღეს ავიაციის სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს. თქვენი ყოველდღიური შრომითა და პროფესიონალიზმით ყოველდღიურად წერთ ქართული სამოქალაქო ავიაციის განვითარებისა და წარმატების ისტორიას. სწორედ თქვენი შრომაა ის საყრდენი, რომელზეც დგას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და სტაბილური განვითარება“, - განაცხადა მოსეშვილმა.
მისი თქმით, 2025 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიული იქნება, რადგან წინასწარი პროგნოზით, ქვეყნის აეროპორტები 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურებიან.
„ამ ეტაპზე საქართველოში 120-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 70-ზე მეტ მიმართულებას ემსახურებიან, ხოლო კვირაში ხორციელდება ასეულობით რეგულარული რეისი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საერთაშორისო საჰაერო ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა მოსეშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ დღემდე ქართულმა ავიაციამ ბევრი გამოწვევითა თუ გამარჯვებებით სავსე დიდი გზა გაიარა.
1944 წლის 7 დეკემბერს, 52 სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწერა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციას, რომელიც საჰაერო სამართლის სფეროში მოქმედი ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტია და განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის, უსაფრთხო ფუნქციონირების და განვითარების ძირითად ნორმებს.
1947 წლის 4 აპრილს, კონვენციის რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდგომ ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO), რომლის ძირითად მანდატს წევრ სახელმწიფოებში მაქსიმალურად ერთგვაროვანი საავიაციო სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენდა.
საქართველომ ჩიკაგოს კონვენციასთან მიერთების თაობაზე დადგენილებას 1993 წლის 7 დეკემბერს მოაწერა ხელი. ოფიციალური შეტყობინების პროცედურის დასრულების შემდგომ, 1994 წლის 20 თებერვალს, საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი (ICAO) წევრი გახდა.