https://sputnik-georgia.com/20251207/kvrivishvili-samoqalaqo-aviacias-propesiu-dges-ulocavs-296103053.html
მინისტრი: სამოქალაქო ავიაციას დიდი წვლილი შეაქვს ტურიზმისა და ეკონომიკის გაძლიერებაშ
მინისტრი: სამოქალაქო ავიაციას დიდი წვლილი შეაქვს ტურიზმისა და ეკონომიკის გაძლიერებაშ
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სამოქალაქო ავიაციას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის გაძლიერებაში, ნათქვამია სამოქალაქო... 07.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-07T18:41+0400
2025-12-07T18:41+0400
2025-12-07T18:41+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1b/295976666_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_817dcdb26a4b423aa323651cf9157ceb.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სამოქალაქო ავიაციას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის გაძლიერებაში, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის მილოცვის ტექსტში.სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე (International Civil Aviation Day) მთელ მსოფლიოში 7 დეკემბერს აღინიშნება.ქვრივიშვილის განცხადებით, მთავრობის სწორი და ეფექტური პოლიტიკითა და დარგში დასაქმებულთა მაღალი პროფესიონალიზმით სამოქალაქო ავიაციის სფეროში ქვეყანამ უპრეცედენტო ზრდის დინამიკას მიაღწია, რაც წლიდან წლამდე სტაბილურად უმჯობესდება.როგორც მინისტრმა აღნიშნა, შთამბეჭდავი შედეგების უკან სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებული პროფესიონალების უსაზღვროდ დიდი შრომა და ძალისხმევა დევს. „მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მივაღწევთ. მადლობას ვუხდი სექტორში დასაქმებულ თითოეულ სპეციალისტს, სახელმწიფო უწყებას თუ ავიასაწარმოს", - ნათქვამია განცხადებაში.სამოქალაქო ავიაციის დღე1944 წლის 7 დეკემბერს, 52 სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწერა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციას, რომელიც საჰაერო სამართლის სფეროში მოქმედი ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტია და განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის, უსაფრთხო ფუნქციონირების და განვითარების ძირითად ნორმებს.1947 წლის 4 აპრილს, კონვენციის რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდგომ ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO), რომლის ძირითად მანდატს წევრ სახელმწიფოებში მაქსიმალურად ერთგვაროვანი საავიაციო სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენდა.საქართველომ ჩიკაგოს კონვენციასთან მიერთების თაობაზე დადგენილებას 1993 წლის 7 დეკემბერს მოაწერა ხელი. ოფიციალური შეტყობინების პროცედურის დასრულების შემდგომ, 1994 წლის 20 თებერვალს, საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი (ICAO) წევრი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1b/295976666_179:0:1600:1066_1920x0_80_0_0_e65b2a86d278b606b3b93b9bf198b558.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სამოქალაქო ავიაციას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის გაძლიერებაში, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის მილოცვის ტექსტში.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე (International Civil Aviation Day) მთელ მსოფლიოში 7 დეკემბერს აღინიშნება.
ქვრივიშვილის განცხადებით, მთავრობის სწორი და ეფექტური პოლიტიკითა და დარგში დასაქმებულთა მაღალი პროფესიონალიზმით სამოქალაქო ავიაციის სფეროში ქვეყანამ უპრეცედენტო ზრდის დინამიკას მიაღწია, რაც წლიდან წლამდე სტაბილურად უმჯობესდება.
„აქტიური მუშაობის შედეგად საქართველოს საავიაციო ბაზარს ყოველწლიურად ემატება ახალი ავიაკომპანიები და მიმართულებები. ამასთან, მგზავრთნაკადის, ტურისტული ნაკადებისა და საავიაციო ტვირთბრუნვის ზრდის არსებული დინამიკისა და საპროგნოზო მონაცემების გათვალისწინებით, მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერად განვითარების მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შთამბეჭდავი შედეგების უკან სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებული პროფესიონალების უსაზღვროდ დიდი შრომა და ძალისხმევა დევს.
„მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მივაღწევთ. მადლობას ვუხდი სექტორში დასაქმებულ თითოეულ სპეციალისტს, სახელმწიფო უწყებას თუ ავიასაწარმოს", - ნათქვამია განცხადებაში.
1944 წლის 7 დეკემბერს, 52 სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწერა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციას, რომელიც საჰაერო სამართლის სფეროში მოქმედი ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტია და განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის, უსაფრთხო ფუნქციონირების და განვითარების ძირითად ნორმებს.
1947 წლის 4 აპრილს, კონვენციის რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდგომ ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO), რომლის ძირითად მანდატს წევრ სახელმწიფოებში მაქსიმალურად ერთგვაროვანი საავიაციო სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენდა.
საქართველომ ჩიკაგოს კონვენციასთან მიერთების თაობაზე დადგენილებას 1993 წლის 7 დეკემბერს მოაწერა ხელი. ოფიციალური შეტყობინების პროცედურის დასრულების შემდგომ, 1994 წლის 20 თებერვალს, საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი (ICAO) წევრი გახდა.