საფრანგეთის ჩემპიონატში კვარაცხელიამ „რენთან" პირველი დუბლი შეასრულა

© PSG - Paris Saint-Germainხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2025
გამოწერა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა (შეფასება 9.3).
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ „რენის" წინააღმდეგ მატჩში, რომელიც ანგარიშით 5:0 ასრულდა, საფრანაგეთის ლიგა 1-ში დუბლი პირველად შეასრულა.
მე-15 ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ფრანგული გრანდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა, 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 67-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა (შეფასება 9.3).
ქართველი ფეხბურთელის გარდა, თითო გოლი სენი მაიულუმ, იბრაჰიმ მბაიემ და გონსალო რამუშმა გაიტანეს.
„პსჟ" 15 ტურის შემდეგ 30 ქულით მეორე ადგილზეა, კვარაცხელიას ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
ყველა ახალი ამბავი
0