https://sputnik-georgia.com/20251206/tbilissi-elodebian-rom-evropasi-politikuri-elita-seicvleba-296075621.html
თბილისში ელოდებიან, რომ ევროპაში პოლიტიკური ელიტა შეიცვლება
თბილისში ელოდებიან, რომ ევროპაში პოლიტიკური ელიტა შეიცვლება
Sputnik საქართველო
საჭიროა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც თავს დააღწევენ ამ მორჩილებას, იქნებიან არა შუალედური რგოლი, არამედ ეცდებიან, დემოკრატიული ხარისხი ევროპაში ისევ... 06.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-06T09:35+0400
2025-12-06T09:35+0400
2025-12-06T09:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ევროპა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_0:19:1610:925_1920x0_80_0_0_8f2abe2710a07dfc1872c6cb5b012e3e.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კვლავაც აქვს იმედი, რომ ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები აღდგება, თუმცა ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ გათავისუფლდნენ გარე ზეწოლისგან და აღადგინონ დემოკრატიული ხარისხი ევროპაში, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ გამო აკრიტიკებს. ხელისუფლება კი განხეთქილებას ქვეყნის პოზიცის გამო დასავლეთის უკმაყოფილებით ხსნის, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას.პოლიტიკოსის თვალსაზრისით, ამას სჭირდება პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც თავს დააღწევენ ამ მორჩილებას, იქნებიან არა შუალედური რგოლი, არამედ ეცდებიან, დემოკრატიული ხარისხი ევროპაში ისევ დაუბრუნდეს იმ ნიშანს, რის გამოც ყოველთვის მიმზიდველი იყო ევროპა.„საქართველოც სწორედ ამიტომ ისწრაფოდა მათკენ და დღეს კიდევ რჩება იმედად, რომ მოხდება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების რეაბილიტაცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ვიყოთ რეალობაზე დაფუძნებული ოპტიმისტები“, - აღნიშნა მან.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_350:0:1610:945_1920x0_80_0_0_894bcb9be58600d8c742b35e8993b9c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ევროპა, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ევროპა, ქართული ოცნება
თბილისში ელოდებიან, რომ ევროპაში პოლიტიკური ელიტა შეიცვლება
საჭიროა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც თავს დააღწევენ ამ მორჩილებას, იქნებიან არა შუალედური რგოლი, არამედ ეცდებიან, დემოკრატიული ხარისხი ევროპაში ისევ დაუბრუნდეს იმ ნიშანს, რის გამოც ყოველთვის მიმზიდველი იყო ევროპა, განაცხადა ხუნდაძემ
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კვლავაც აქვს იმედი, რომ ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები აღდგება, თუმცა ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ გათავისუფლდნენ გარე ზეწოლისგან და აღადგინონ დემოკრატიული ხარისხი ევროპაში, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ გამო აკრიტიკებს. ხელისუფლება კი განხეთქილებას ქვეყნის პოზიცის გამო დასავლეთის უკმაყოფილებით ხსნის, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას.
„სხვადასხვა თემების აქტუალიზაცია და ევროპელი საზოგადოება მიტოვებს იმედს, რომ ევროპაში თავად ამომრჩეველი შეცვლის პოლიტიკურ ელიტას და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს, ყველაფერი ჩადგება თავის კალაპოტში, მაგრამ ეს რთულად მისაღწევია და თავისთავად არ მოხდება“, - განაცხადა ხუნდაძემ.
პოლიტიკოსის თვალსაზრისით, ამას სჭირდება პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც თავს დააღწევენ ამ მორჩილებას, იქნებიან არა შუალედური რგოლი, არამედ ეცდებიან, დემოკრატიული ხარისხი ევროპაში ისევ დაუბრუნდეს იმ ნიშანს, რის გამოც ყოველთვის მიმზიდველი იყო ევროპა.
„საქართველოც სწორედ ამიტომ ისწრაფოდა მათკენ და დღეს კიდევ რჩება იმედად, რომ მოხდება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების რეაბილიტაცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ვიყოთ რეალობაზე დაფუძნებული ოპტიმისტები“, - აღნიშნა მან.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.