რამდენი პენსიონერია საქართველოში

© photo: Sputnik / Aleksey Danichevპენსიონერი
პენსიონერი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2025
გამოწერა
ასწელმიღწეული ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისსა და იმერეთში ცხოვრობს.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში დაახლოებით 884.600 ადამიანი იღებს ასაკობრივ პენსიას, აქედან 261.100 მამაკაცია და 623.500 ქალი, ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის 1 ნოემბრის მონაცემები.
1 იანვრის მონაცემებთან შედარებით, პენსიონერთა რაოდენობა 19.500-ით გაიზარდა.
პენსიონერთა უმრავლესობა 75 წლამდე ასაკის მოქალაქეა. საქართველოში 90 წელს გადაცილებული 12.600 პენსიონერია, მათ შორის 3.000 მამაკაცი და 9.600 ქალი. ასწელმიღწეული ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისსა და იმერეთში ცხოვრობს.
პენსიონერთა თითქმის მეოთხედი თბილისში ცხოვრობს. მეორე ადგილზე იმერეთია, ხოლო მესამეზე - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი. ყველაზე ცოტა პენსიონერია გურიის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებშია.
პენსია საქართველოში
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ასაკის მიხედვით 350 ლარი და 450 ლარია.
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
ყველა ახალი ამბავი
0