https://sputnik-georgia.com/20251206/qartuli-telearxebi-ufro-met-sareklamo-semosavals-ireben-axali-statistika-296092428.html
ქართული ტელეარხები უფრო მეტ სარეკლამო შემოსავალს იღებენ - ახალი სტატისტიკა
ქართული ტელეარხები უფრო მეტ სარეკლამო შემოსავალს იღებენ - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
შემოსავალი მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს. 06.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-06T21:52+0400
2025-12-06T21:52+0400
2025-12-07T04:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/41/233934102_0:0:3378:1901_1920x0_80_0_0_2a117cc02e014c91f162651dd6bdd512.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტელე- და რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-ით გაიზარდა და 29,5 მილიონ ლარს მიაღწია, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.ეს შემოსავალი მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს.კომისიის ცნობით, ტელეკომპანიების შემოსავალმა 31,4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 73,6%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.2025 წლის III კვარტალში სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი მოდიოდა "ტელეიმედზე", რომლის შემოსავლები 8,8 მილიონი ლარით გაიზარდა და 14,4 მილიონი ლარი შეადგინა.2025 წლის III კვარტალში "რუსთავი 2-ის" (მედია ჰოლდინგი) სარეკლამო შემოსავალი 4,6 მილიონი ლარით გაიზარდა და 6,7 მილიონი ლარი შეადგინა.PostTV-ს სარეკლამო შემოსავალი ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა და 1,9 მილიონი ლარი შეადგინა.2025 წლის III კვარტალში "ტელეკომპანია პირველის" სარეკლამო შემოსავალი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0,1 მილიონი ლარით გაიზარდა და 1,3 მილიონი ლარი შეადგინა.ტელეკომპანია "ფორმულას" სარეკლამო შემოსავალი კი უცვლელი დარჩა და 0,8 მილიონი ლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/41/233934102_192:0:2923:2048_1920x0_80_0_0_7d527a9c51827130db330230fa41fe2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ქართული ტელეარხები უფრო მეტ სარეკლამო შემოსავალს იღებენ - ახალი სტატისტიკა
21:52 06.12.2025 (განახლებულია: 04:43 07.12.2025) შემოსავალი მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტელე- და რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-ით გაიზარდა და 29,5 მილიონ ლარს მიაღწია, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
ეს შემოსავალი მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს.
კომისიის ცნობით, ტელეკომპანიების შემოსავალმა 31,4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 73,6%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2025 წლის III კვარტალში სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი მოდიოდა "ტელეიმედზე", რომლის შემოსავლები 8,8 მილიონი ლარით გაიზარდა და 14,4 მილიონი ლარი შეადგინა.
2025 წლის III კვარტალში "რუსთავი 2-ის" (მედია ჰოლდინგი) სარეკლამო შემოსავალი 4,6 მილიონი ლარით გაიზარდა და 6,7 მილიონი ლარი შეადგინა.
PostTV-ს სარეკლამო შემოსავალი ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა და 1,9 მილიონი ლარი შეადგინა.
2025 წლის III კვარტალში "ტელეკომპანია პირველის" სარეკლამო შემოსავალი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0,1 მილიონი ლარით გაიზარდა და 1,3 მილიონი ლარი შეადგინა.
ტელეკომპანია "ფორმულას" სარეკლამო შემოსავალი კი უცვლელი დარჩა და 0,8 მილიონი ლარი შეადგინა.