https://sputnik-georgia.com/20251206/putinis-viziti-indoetsi-296087400.html
პუტინის ვიზიტი ინდოეთში: სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები
პუტინის ვიზიტი ინდოეთში: სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები
Sputnik საქართველო
თანამედროვე სახმელეთო და საზღვაო სამხედრო კონფლიქტებში იმარჯვებს ის, ვინც ჰაერში ფლობს უპირატესობას. სწორედ ამით განისაზღვრება მოსკოვისა და ნიუ-დელის სამხედრო... 06.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-06T14:45+0400
2025-12-06T14:45+0400
2025-12-06T14:45+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/05/296069679_0:0:2774:1560_1920x0_80_0_0_b60fc7303f74f7799952b1ee20dfe571.jpg
თანამედროვე სახმელეთო და საზღვაო სამხედრო კონფლიქტებში იმარჯვებს ის, ვინც ჰაერში ფლობს უპირატესობას. სწორედ ამით განისაზღვრება მოსკოვისა და ნიუ-დელის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. როგორც მშვიდობის, ისე ომის პირობებში, ინდოეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას საიმედოდ რუსული და რუსეთ–ინდოეთის ერთობლივი წარმოების შეიარაღება უზრუნველყოფს — „სუხოის“ მრავალფუნქციური გამანადგურებლები, „ბრამოსის“ რაკეტები, შორი მოქმედების სარაკეტო-საზენიტო სისტემები С-400 და სხვა ტიპის ტექნიკა.4–5 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინდოეთს სახელმწიფო ვიზიტით სტუმრობს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მოწვევით. ორი ქვეყნის ლიდერები მოლაპარაკებებს მართავენ საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე. ვიზიტი ერთობლივი განცხადების მიღებითა და მნიშვნელოვანი ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერით დასრულდება. ამით გრძელდება და ძლიერდება მოსკოვისა და ნიუ-დელის პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობა.რუსეთსა და ინდოეთის ლიდერებს შორის განხილვის თემებია თანამშრომლობა გაეროს, შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, „დიდი ოცეულის“ და ბრიკსის ფორმატებში (ბრიკსს 2026 წელს ინდოეთი უხელმძღვანელებს). პუტინს თან ახლავს წარმომადგენლობითი დელეგაცია: შვიდი მინისტრი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი ეს უკანასკნელი სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი 22-ე რუსულ-ინდური სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობს.სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური სფერო წარმოადგენს „რუსეთ–ინდოეთის განსაკუთრებული, პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს“. ამ ურთიერთობას განსაზღვრავს შესაბამისი სამთავრობათაშორისო შეთანხმება და 2031 წლამდე გათვლილი განვითარების პროგრამა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ინდოეთმა რუსეთში 70 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღება შეიძინა.თანამშრომლობის ყველაზე მასშტაბურ პროექტად განიხილება ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის მეხუთე თაობისСу-57 ტიპის გამანადგურებლების დიდი პარტიის შეძენა და მათი ლიცენზირებული წარმოების დაწყება Hindustan Aeronautics Limited-ის ქარხანაში, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში 350-ზე მეტი Су-30МКИ იქნა აწყობილი. Military Watch-ის ცნობით, ნიუ-დელი გეგმავს140 ერთეულიСу-57-ის შეკვეთას შვიდი ესკადრილიის აღსაწურვავად. ამასთანავე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინდოეთისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის С-500 „პრომეთეს“ მიწოდებაზე, რომლის მოქმედების სიშორე 600 კმ-ს აღწევს. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მაისის ოპერაციის „სინდურის“ დროს იყო გამოყენებული საზენიტო სარაკეტო სისტემები С-400 და სისტემამ 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ინდოეთი დამატებითი ხუთი დივიიზიონის შეკვეთას აპირებს. 2018 წლის შეთანხმებით, ინდოეთმა 5,43 მილიარდ დოლარაის ღირებულების 10 დივიიზიონი უკვე შეიძინა. მიუხედავად ამისა, როგორც მოსკოვში აღნიშნავენ, ამ პარტნიორობაში ფინანსური ასპექტი გადამწყვეტი არ არის.ამერიკული F-35 ტექნოლოგიურად “ნედლია”. და შემთხვევითი არ არის, რომ ინდოეთმა აგვისტოში აშშ-ის წარმოების შეიარაღებისა და სამხედრო ავიაციის შეძენაზე უარი თქვა. დასავლური გამანადგურებლებიდან ნიუ-დელის ერთადერთი მნიშვნელოვანი შენაძენი 36 ფრანგული Rafale გახდა, რომელთა თითოეულის ფასი 241 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმც,ა სერიოზული ნაკლოვანებების გამო მათ ვერ შეძლეს ინდოეთის ცაში “დამკვიდრება”. მაისში პაკისტანთან მომხდარი მოკლე, მაგრამ ინტენსიური საჰაერო შეტაკებებისას ასაფრენ ბილიკებზე ინდოელებმა ოთხამდე Rafale დაკარგეს. ინდოეთმა თავი მოტყუებულად იგრძნო. ასეთი ძვირად ღირებული თვითმფრინავი ბევრად უკეთ უნდა დაფრინავდეს.მეორე მხრივ, С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებმა პაკისტანის საჰაერო ძალებთან დაპირისპირებისას უმაღლესი ეფექტიანობა დაამტკიცეს. ისინი მიზნებს 300 კილომეტრის მანძილზე ანადგურებდნენ. მაშინ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა: „С-400-მა ქვეყანას უპრეცედენტო ძალა შესძინეს… ძლიერი თავდაცვითი ფარი ინდოეთის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი გახდა“. ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მარშალმა ამარ პრიტ სინგჰმა დაამატა: „С-400 სისტემა, რომელიც ახლახან შევიძინეთ, თამაშის წესები შეცვალა“. მართლაც, რუსულ С-400 თავისი კლასით, საბრძოლო შესაძლებლობებითა და ტექნოლოგიური სრულყოფილებით, პლანეტაზე კონკურენტები არა ჰყავს.რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა 2025 წლის დეკემბერში ჩამოაყალიბეს „პრომეთეს“ პირველი პოლკი, ფორმირება, რომელსაც შეუძლია, გაანადგუროს კოსმოსური აპარატები და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები 600 კმ-მდე მოშორებით. მსოფლიოში მეორე ასეთი პოლკი ჯერ არ არსებობს, თუმცა ინდოეთი სერიოზულადაა განწყობილი: С-400 და С-500 სისტემები ქვეყნის 7000-კილომეტრიანი სანაპირო ზოლის სრული საჰაერო საფარისთვის და ჩრდილოეთის ზონაში არსებული ჰაერსაწინააღმდეგო „ხვრელების“ დასახურად არის აუცილებელი.მოსკოვისა და ნიუ-დელის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა მხოლოდ „ცით“ არ შემოიფარგლება. მაგალითად, Bloomberg წერს, რომ ინდოეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთისგან კიდევ ერთი ატომური წყალქვეშა ნავი ლიზინგით აიღოს (2 მილიარდ დოლარად). მხარეებმა უკვე მიაღწეს შეთანხმებას, ინდოეთი ხომალდის მიღებას ორი წლის ვადაში ელოდება.სამხედრო-სატექნიკური თანამშრომლობის პერსპექტივები უზარმაზარია. ინდოეთი სამხედრო ძლიერების რეიტინგით, მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა. რუსული წარმოების მაღალტექნოლოგიური შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა არის ინტეგრირებული საბრძოლო გამოყენების ტაქტიკაში, ობიექტირად აღემატება დასავლურ (ნატოს) ანალოგებს. ინდური გამოცემა The Indian Express-მა გუშინ აღნიშნა: „პუტინის ვიზიტი ერთ-ერთი შანსია ინდოეთისთვის, რომ რუსეთთან ძველი მეგობრობა ბევრად უფრო მასშტაბურ ურთიერთობად გადაიქცეს, ვიდრე უბრალოდ იარაღის მიწოდებაა“. აქ ლაპარაკია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის მოცულობისა და ტექნოლოგიების ორივე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდად ტრანსფორმაციაზე.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/05/296069679_43:0:2774:2048_1920x0_80_0_0_98c99e86c194ad7665b36f582737ef85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები
თანამედროვე სახმელეთო და საზღვაო სამხედრო კონფლიქტებში იმარჯვებს ის, ვინც ჰაერში ფლობს უპირატესობას. სწორედ ამით განისაზღვრება მოსკოვისა და ნიუ-დელის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. როგორც მშვიდობის, ისე ომის პირობებში, ინდოეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას საიმედოდ რუსული და რუსეთ–ინდოეთის ერთობლივი წარმოების შეიარაღება უზრუნველყოფს — „სუხოის“ მრავალფუნქციური გამანადგურებლები, „ბრამოსის“ რაკეტები, შორი მოქმედების სარაკეტო-საზენიტო სისტემები С-400 და სხვა ტიპის ტექნიკა.
4–5 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინდოეთს სახელმწიფო ვიზიტით სტუმრობს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მოწვევით. ორი ქვეყნის ლიდერები მოლაპარაკებებს მართავენ საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე. ვიზიტი ერთობლივი განცხადების მიღებითა და მნიშვნელოვანი ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერით დასრულდება. ამით გრძელდება და ძლიერდება მოსკოვისა და ნიუ-დელის პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობა.
რუსეთსა და ინდოეთის ლიდერებს შორის განხილვის თემებია თანამშრომლობა გაეროს, შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, „დიდი ოცეულის“ და ბრიკსის ფორმატებში (ბრიკსს 2026 წელს ინდოეთი უხელმძღვანელებს). პუტინს თან ახლავს წარმომადგენლობითი დელეგაცია: შვიდი მინისტრი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი ეს უკანასკნელი სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი 22-ე რუსულ-ინდური სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობს.
სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური სფერო წარმოადგენს „რუსეთ–ინდოეთის განსაკუთრებული, პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს“. ამ ურთიერთობას განსაზღვრავს შესაბამისი სამთავრობათაშორისო შეთანხმება და 2031 წლამდე გათვლილი განვითარების პროგრამა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ინდოეთმა რუსეთში 70 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღება შეიძინა.
თანამშრომლობის ყველაზე მასშტაბურ პროექტად განიხილება ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის მეხუთე თაობისСу-57 ტიპის გამანადგურებლების დიდი პარტიის შეძენა და მათი ლიცენზირებული წარმოების დაწყება Hindustan Aeronautics Limited-ის ქარხანაში, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში 350-ზე მეტი Су-30МКИ იქნა აწყობილი. Military Watch-ის ცნობით, ნიუ-დელი გეგმავს140 ერთეულიСу-57-ის შეკვეთას შვიდი ესკადრილიის აღსაწურვავად. ამასთანავე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინდოეთისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის С-500 „პრომეთეს“ მიწოდებაზე, რომლის მოქმედების სიშორე 600 კმ-ს აღწევს. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მაისის ოპერაციის „სინდურის“ დროს იყო გამოყენებული საზენიტო სარაკეტო სისტემები С-400 და სისტემამ 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ინდოეთი დამატებითი ხუთი დივიიზიონის შეკვეთას აპირებს. 2018 წლის შეთანხმებით, ინდოეთმა 5,43 მილიარდ დოლარაის ღირებულების 10 დივიიზიონი უკვე შეიძინა. მიუხედავად ამისა, როგორც მოსკოვში აღნიშნავენ, ამ პარტნიორობაში ფინანსური ასპექტი გადამწყვეტი არ არის.
ამერიკული F-35 ტექნოლოგიურად “ნედლია”. და შემთხვევითი არ არის, რომ ინდოეთმა აგვისტოში აშშ-ის წარმოების შეიარაღებისა და სამხედრო ავიაციის შეძენაზე უარი თქვა. დასავლური გამანადგურებლებიდან ნიუ-დელის ერთადერთი მნიშვნელოვანი შენაძენი 36 ფრანგული Rafale გახდა, რომელთა თითოეულის ფასი 241 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმც,ა სერიოზული ნაკლოვანებების გამო მათ ვერ შეძლეს ინდოეთის ცაში “დამკვიდრება”. მაისში პაკისტანთან მომხდარი მოკლე, მაგრამ ინტენსიური საჰაერო შეტაკებებისას ასაფრენ ბილიკებზე ინდოელებმა ოთხამდე Rafale დაკარგეს. ინდოეთმა თავი მოტყუებულად იგრძნო. ასეთი ძვირად ღირებული თვითმფრინავი ბევრად უკეთ უნდა დაფრინავდეს.
მეორე მხრივ, С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებმა პაკისტანის საჰაერო ძალებთან დაპირისპირებისას უმაღლესი ეფექტიანობა დაამტკიცეს. ისინი მიზნებს 300 კილომეტრის მანძილზე ანადგურებდნენ. მაშინ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა: „С-400-მა ქვეყანას უპრეცედენტო ძალა შესძინეს… ძლიერი თავდაცვითი ფარი ინდოეთის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი გახდა“. ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მარშალმა ამარ პრიტ სინგჰმა დაამატა: „С-400 სისტემა, რომელიც ახლახან შევიძინეთ, თამაშის წესები შეცვალა“. მართლაც, რუსულ С-400 თავისი კლასით, საბრძოლო შესაძლებლობებითა და ტექნოლოგიური სრულყოფილებით, პლანეტაზე კონკურენტები არა ჰყავს.
რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა 2025 წლის დეკემბერში ჩამოაყალიბეს „პრომეთეს“ პირველი პოლკი, ფორმირება, რომელსაც შეუძლია, გაანადგუროს კოსმოსური აპარატები და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები 600 კმ-მდე მოშორებით. მსოფლიოში მეორე ასეთი პოლკი ჯერ არ არსებობს, თუმცა ინდოეთი სერიოზულადაა განწყობილი: С-400 და С-500 სისტემები ქვეყნის 7000-კილომეტრიანი სანაპირო ზოლის სრული საჰაერო საფარისთვის და ჩრდილოეთის ზონაში არსებული ჰაერსაწინააღმდეგო „ხვრელების“ დასახურად არის აუცილებელი.
მოსკოვისა და ნიუ-დელის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა მხოლოდ „ცით“ არ შემოიფარგლება. მაგალითად, Bloomberg წერს, რომ ინდოეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთისგან კიდევ ერთი ატომური წყალქვეშა ნავი ლიზინგით აიღოს (2 მილიარდ დოლარად). მხარეებმა უკვე მიაღწეს შეთანხმებას, ინდოეთი ხომალდის მიღებას ორი წლის ვადაში ელოდება.
სამხედრო-სატექნიკური თანამშრომლობის პერსპექტივები უზარმაზარია. ინდოეთი სამხედრო ძლიერების რეიტინგით, მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა. რუსული წარმოების მაღალტექნოლოგიური შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა არის ინტეგრირებული საბრძოლო გამოყენების ტაქტიკაში, ობიექტირად აღემატება დასავლურ (ნატოს) ანალოგებს. ინდური გამოცემა The Indian Express-მა გუშინ აღნიშნა: „პუტინის ვიზიტი ერთ-ერთი შანსია ინდოეთისთვის, რომ რუსეთთან ძველი მეგობრობა ბევრად უფრო მასშტაბურ ურთიერთობად გადაიქცეს, ვიდრე უბრალოდ იარაღის მიწოდებაა“. აქ ლაპარაკია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის მოცულობისა და ტექნოლოგიების ორივე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდად ტრანსფორმაციაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე