https://sputnik-georgia.com/20251206/luka-kurtanizes-7-tviani-patimroba-miesaja-296086731.html
ლუკა კურტანიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
ლუკა კურტანიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
რადგან კურტანიძე საპატიმროში ივლისისიდან იმყოფება, პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ მხოლოდ 2 თვეს გაატარებს. 06.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-06T13:30+0400
2025-12-06T13:30+0400
2025-12-06T14:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23097/70/230977069_0:263:1000:826_1920x0_80_0_0_f3501cca888d2d92c866e3422c559bde.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ელდარ (ლუკა) კურტანიძე ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.სასამართლომ კურტანიძე სამ ეპიზოდში - საკუთრების მფლობელობის დარღვევის, ნივთის დაზიანებისა და დამცავი ორდერის შეუსრულებლობის ნაწილში გაამართლა. გამომდინარე იქიდან, რომ კურტანიძე საპატიმროში ივლისისიდან იმყოფება, პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ მხოლოდ 2 თვეს გაატარებს. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა. კურტანიძეს ბრალდება სსკ-ის 126-ე პრიმა (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 160-ე (საკუთრების უფლების დარღვევა), 11 პრიმა 187-ე (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლებით ჰქონდა წარდგენილი. შსს-ს ინფორმაციით, მან 25 ივლისს, ქობულეთში ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა. სამართალდამცველებმა კურტანიძე 27 ივლისს დააკავეს. ამ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს კურტანიძე ქობულეთში როგორ ესხმის თავს ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს. მიქაცაძის განცხადებით, კურტანიძემ მას როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23097/70/230977069_0:170:1000:920_1920x0_80_0_0_593dca104d73cf81f68797dae60dc5b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ლუკა კურტანიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
13:30 06.12.2025 (განახლებულია: 14:30 06.12.2025) რადგან კურტანიძე საპატიმროში ივლისისიდან იმყოფება, პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ მხოლოდ 2 თვეს გაატარებს.
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ელდარ (ლუკა) კურტანიძე ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ კურტანიძე სამ ეპიზოდში - საკუთრების მფლობელობის დარღვევის, ნივთის დაზიანებისა და დამცავი ორდერის შეუსრულებლობის ნაწილში გაამართლა.
გამომდინარე იქიდან, რომ კურტანიძე საპატიმროში ივლისისიდან იმყოფება, პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ მხოლოდ 2 თვეს გაატარებს.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
კურტანიძეს ბრალდება სსკ-ის 126-ე პრიმა (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 160-ე (საკუთრების უფლების დარღვევა), 11 პრიმა 187-ე (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.
შსს-ს ინფორმაციით, მან 25 ივლისს, ქობულეთში ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა.
სამართალდამცველებმა კურტანიძე 27 ივლისს დააკავეს. ამ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს კურტანიძე ქობულეთში როგორ ესხმის თავს ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს. მიქაცაძის განცხადებით, კურტანიძემ მას როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.