თბილისი ახალი წლისთვის ემზადება: სტუმრებისთვის სადღესასწაულო სოფელი მოეწყობა – ვიდეო

გამოწერა
თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს - მოეწყობა „საახალწლო სოფელი“, სადაც გაიმართება კონცერტები, ბაზრობები და გასართობი ღონისძიებები.
ქვეყნის მთავარი ნაძვის ხეც აქ დამონტაჟდება და არა პარლამენტის შენობის წინ, სადაც ოპოზიციის აქტივისტები საღამოობით საპროტესტო აქციებს მართავენ. პირველი რესპუბლიკის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ 12 დეკემბერს გაიხსნება და სტუმრებს 14 იანვრამდე უმასპინძლებს. თბილისის მერია სადღესასწაულო ღონისძიებებზე, ილუმინაციასა და საახალწლო გალა-კონცერტზე 8,3 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0