საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი გამოცემა წარადგინეს

© сайт сакребуло Тбилисиხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“
ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2025
გამოწერა
გამოცემაში გამოყენებულია ლადო გუდიაშვილის ილუსტრაციები.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში სამზითვო „ვეფხისტყაოსნის“ და XXI საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ წარადგინეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
აღსანიშნავია, რომ ორივე წიგნის გამომცემელი და იდეის ავტორი გახლავთ „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციონერი გურამ ახალაია.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, სამზითვო „ვეფხისტყაოსანი“ გამორჩეულია. წიგნს წინ უძღვის უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის წინასიტყვაობა - „შოთა რუსთაველი და მისი საღვთისმეტყველო შეხედულებანი“.
გამოცემაში გამოყენებულია ლადო გუდიაშვილის ილუსტრაციები. წიგნს დართული აქვს საქართველოში „ვეფხისტყაოსნის” მზითვად გატანების ტრადიციის შესახებ აკადემიკოს ავთანდილ არაბულის კვლევაც.
მიტროპოლიტმა თეოდორემ ღონისძიებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოცი წერილი წაიკითხა. მღვდელმთავარმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ეკლესიის მეთაურის ლოცვა-კურთხევაც გადასცა.
„ვეფხისტყაოსანი“ ქართული ლიტერატურის შედევრია. პოემა 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ის იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე წაკითხვად ნაწარმოებად საქართველოში, ის დღესაც უნიკალურ გავლენას ახდენს ქართული ლიტერატურის განვითარებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0