https://sputnik-georgia.com/20251205/saqartvelosi-navtobis-mopoveba-semcirda-296065443.html
საქართველოში ნედლი ნავთობის მოპოვება შემცირდა - ახალი სტატისტიკა
საქართველოში ნედლი ნავთობის მოპოვება შემცირდა - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 1,1 პროცენტით შემცირდა და 14,2 მლრდ კილოვატსაათი შეადგინა. 05.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-05T09:36+0400
2025-12-05T09:36+0400
2025-12-05T09:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ენერგეტიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0a/281114393_0:170:2048:1322_1920x0_80_0_0_8185ace67e63b62a55f3874d4e0fad94.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. 2024 წელს ნედლი ნავთობის მოპოვებამ 35,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 8 პროცენტით ნაკლებია, ნათქვამია „საქსტატის“ კვლევაში.ასევე მოპოვებულია 177,8 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 20,1 პროცენტით მეტი) და 15,9 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 3 პროცენტით ნაკლები).საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 1,1 პროცენტით შემცირდა და 14,2 მლრდ კილოვატსაათი შეადგინა.გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება შემცირდა 7,2 პროცენტით და 1034,6 ათასი კუბური მეტრი შეადგინა.წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი (77,4 პროცენტი) მოდის ელექტროენერგიაზე, მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია (12,3 პროცენტი), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.ენერგიის მოხმარება2024 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 13 მლრდ კილოვატ-საათი შეადგინა, რაც 6 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.გარდა ამისა, 2024 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 3 404,3 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 1,1 პროცენტით მეტი), ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2 711,2 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 7,7 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.2023 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა მრეწველობის ცალკეულ დარგებში, მომსახურების და სოფლის მეურნეობის დარგში, კლება კი დაფიქსირდა საგზაო ტრანსპორტში.ასევე, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 578,6 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი (წინა წელთან შედარებით 8,4 პროცენტით მეტი).ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 42,4 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე, შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29,6 პროცენტი) და ელექტროენერგია (20,5 პროცენტი), 3,5 პროცენტს შეადგენს ქვანახშირი, ხოლო დარჩენილი 4 პროცენტი მოდის ბიოსაწვავზე, გეოთერმულ და მზის ენერგიაზე.2024 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის და შინამეურნეობების სექტორები, რომლებზეც მოდის მთლიანი მოხმარების შესაბამისად 33 და 31,9 პროცენტი.რაც შეეხება სხვა დარგებს, 15,3 პროცენტი — მრეწველობის, 4,3 პროცენტი — მშენებლობის, 0,6 პროცენტი — სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 14,9 პროცენტი კი კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0a/281114393_156:0:1975:1364_1920x0_80_0_0_157288edb945c770f19fc95aa89463a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, საქსტატი
საქართველოში ნედლი ნავთობის მოპოვება შემცირდა - ახალი სტატისტიკა
საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 1,1 პროცენტით შემცირდა და 14,2 მლრდ კილოვატსაათი შეადგინა.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. 2024 წელს ნედლი ნავთობის მოპოვებამ 35,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 8 პროცენტით ნაკლებია, ნათქვამია „საქსტატის“ კვლევაში.
ასევე მოპოვებულია 177,8 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 20,1 პროცენტით მეტი) და 15,9 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 3 პროცენტით ნაკლები).
საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 1,1 პროცენტით შემცირდა და 14,2 მლრდ კილოვატსაათი შეადგინა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება შემცირდა 7,2 პროცენტით და 1034,6 ათასი კუბური მეტრი შეადგინა.
წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი (77,4 პროცენტი) მოდის ელექტროენერგიაზე, მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია (12,3 პროცენტი), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.
2024 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 13 მლრდ კილოვატ-საათი შეადგინა, რაც 6 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
გარდა ამისა, 2024 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 3 404,3 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 1,1 პროცენტით მეტი), ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2 711,2 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 7,7 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
2023 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა მრეწველობის ცალკეულ დარგებში, მომსახურების და სოფლის მეურნეობის დარგში, კლება კი დაფიქსირდა საგზაო ტრანსპორტში.
ასევე, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 578,6 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი (წინა წელთან შედარებით 8,4 პროცენტით მეტი).
ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 42,4 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე, შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29,6 პროცენტი) და ელექტროენერგია (20,5 პროცენტი), 3,5 პროცენტს შეადგენს ქვანახშირი, ხოლო დარჩენილი 4 პროცენტი მოდის ბიოსაწვავზე, გეოთერმულ და მზის ენერგიაზე.
2024 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის და შინამეურნეობების სექტორები, რომლებზეც მოდის მთლიანი მოხმარების შესაბამისად 33 და 31,9 პროცენტი.
რაც შეეხება სხვა დარგებს, 15,3 პროცენტი — მრეწველობის, 4,3 პროცენტი — მშენებლობის, 0,6 პროცენტი — სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 14,9 პროცენტი კი კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.