https://sputnik-georgia.com/20251205/saqartvelos-saxelmwifo-sazrvris-ukanonod-kvetis-faqtze-5-piri-daakaves-296072729.html
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე 5 პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე 5 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 05.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-05T16:09+0400
2025-12-05T16:09+0400
2025-12-05T16:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249365495_0:9:1566:890_1920x0_80_0_0_b8dbf1815fbb9c435056385aa8871a48.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს, მათგან სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბრალდებულები, რომელთა ასაკი 28-დან 49 წლამდეა, სასაზღვრო სექტორ "გუგუთის", "სადახლოსა" და "ვალეს" დასაცავ მონაკვეთებზე დააკავეს. მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა ედებათ. გამოძიების მიხედვით, ორი ბრალდებული უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას, ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სომხეთიდან შემოვიდა საქართველოში, კიდევ ორმა ბრალდებულმა კი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249365495_184:0:1383:899_1920x0_80_0_0_d6e1364f36f43f94be0d00efb7927d94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე 5 პირი დააკავეს
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს, მათგან სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულები, რომელთა ასაკი 28-დან 49 წლამდეა, სასაზღვრო სექტორ "გუგუთის", "სადახლოსა" და "ვალეს" დასაცავ მონაკვეთებზე დააკავეს. მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა ედებათ.
გამოძიების მიხედვით, ორი ბრალდებული უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას, ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სომხეთიდან შემოვიდა საქართველოში, კიდევ ორმა ბრალდებულმა კი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.