https://sputnik-georgia.com/20251205/ruset-ukrainis-konfliqti-296087210.html
მოსაზრება: რით ემუქრება უკრაინას ტანკერებთან ბრძოლა
მოსაზრება: რით ემუქრება უკრაინას ტანკერებთან ბრძოლა
Sputnik საქართველო
ნავთობმზიდ ტანკერებთან გაუაზრებელ დაპირისპირებაში უკრაინელი „მეკობრეები“ საბოლოოდ გამოვიდნენ ჩრდილიდან და, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სომალელ კოლეგებივით... 05.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-05T14:42+0400
2025-12-05T14:42+0400
2025-12-06T14:42+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
მოსაზრება
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0b/285570349_0:104:3150:1876_1920x0_80_0_0_7c09b70b2b90dfd2c068d3fec848f039.jpg
ნავთობმზიდ ტანკერებთან გაუაზრებელ დაპირისპირებაში უკრაინელი „მეკობრეები“ საბოლოოდ გამოვიდნენ ჩრდილიდან და, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სომალელ კოლეგებივით ფიზიკურად განადგურდებიან. უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების სამსახურის დივერსანტების მიერ განხორციელებული ტერაქტები სამოქალაქო საზღვაო ხომალდებზე, როგორც ტერიტორიულ, ისე საერთაშორისო წყლებში, დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს. რუსეთის ოპერატიულ და მკვეთრ პასუხად, შესაძლოა, „არაკონტროლირებადი“ უკრაინისთვის ზღვაზე გასვლის ჩამორთმევა გახდეს.2 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არსებობს„რადიკალური გზა“ უკრაინის მიერ შავ ზღვაში ტანკერებზე განხორციელებული მეკობრული თავდასხმების შეწყვეტისთვის — „უკრაინის ზღვისაგან მოკვეთა“. გასული კვირის განმავლობაში საზღვაო დრონებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის, გამბიისა და პანამის დროშების ქვეშ მცურავი ტანკერები გაანადგურეს.2 დეკემბერს შავ ზღვაში უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა „ლიუტიმ“ (An-196) დაარტყა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Midvolga-ს, თურქეთის სანაპიროდან 80 მილის დაშორებით. გემს უკრაინაში მზესუმზირის ზეთი გადაჰქონდა.28 ნოემბერს უკრაინულმა საზღვაო დრონებმა გამბიის დროშის ქვეშ მცურავ Virat-ს დაესხნენ თავს, თურქეთის სანაპიროდან 30 მილის მოშორებით, როდესაც ის ნოვოროსიისკისკენ მოძრაობდა. იმავე დღეს, თურქეთის ტერიტორიული წყლებისგან 28 მილის მოშორებით, მსგავსი თავდასხმის ობიექტი ტანკერი Kairos გახდა, ასევე გამბიის დროშით მოცურავე. უკრაინელმა დივერსანტებმა საჯაროდ აღიარეს დარტყმები „ჩრდილოვან ფლოტზე“, რომლებიც განხორციელდა უეკიპაჟო კატერებით Sea Baby.მანამდე, სენეგალის სანაპიროდან ხუთ მილში, 27 ნოემბერს, შუაღამემდე 15 წუთით ადრე, ოთხი გარე აფეთქების შედეგად, თურქეთის ტანკერი Mersin დაზიანდა, რომელიც პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა.არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო 29 ნოემბერს, დილით, ნოვოროსიისკის საზღვაო პორტში განხორციელებული შეტევა უეკიპაჟო კატერების გამოყენებით: გამოეთიშა საერთაშორისო „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ ნავმისადგომი, რომელიც რუსული, ყაზახური, ამერიკული და რამდენიმე დასავლეთ ევროპული ენერგოკომპანიის პარტნიორია.საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა, ხანძრები მალევე იქნა ლიკვიდირებული და ტანკერები არ ჩაიძირა. Virat და Kairos თურქეთის პორტ ტიურკელიდან გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, ტერაქტებმა ფართო საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმები მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობად შეაფასა.თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ვერ გაამართლებს თავდასხმებს მის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაზე, რომლებიც „საზღვაო ნავიგაციას, სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ემუქრება“. თურქეთმა 2 დეკემბერს მკაცრი შენიშვნა გადასცა უკრაინის სპეცსამსახურებს.მკაცრი რეაქცია ჰქონდა შავი ზღვიდან შორს მდებარე ესტონეთსაც. უკრაინის დივერსიების შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახკნამ უკრაინა გააფრთხილა, რომ არ განახორციელოს დარტყმები ტანკერებზე ბალტიის ზღვაში, თუნდაც ისინი რუსეთთან იყვნენ დაკავშირებული, რადგან „ეს, შეიძლება, ესკალაციის მიზეზი გახდეს“.უკრაინის ტანკერებთან ომს საჯაროდ არც ერთი ნატოს ქვეყანა არ უჭერს მხარს, თუმცა, ზოგიერთი ამ პროცესებში აშკარადაა ჩართული. ტექნოლოგიურად რთული დივერსიები, მით უმეტეს, ასეთ დიდ დისტანციაზე ოდესის ბაზიდან, დასავლეთის სპეცსამსახურების სადაზვერვო და სანავიგაციო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. პორტუგალიელი დაზვერვის ანალიტიკოსი ალეშანდრე გარეირუ მიიჩნევს, რომ, დიდი ალბათობით, თავდასხმებში ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის სპეციალისტები მონაწილეობენ. თვით შავ ზღვაშიც კი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების 385-ე ბრიგადის შესაძლებლობები გაცილებით შეზღუდულია, ნატოს რესურსებთან შედარებით, მით უმეტეს, აფრიკის სანაპიროსთან ოკეანურ წყლებში.უკრაინული გამოცემები ზედმეტად აღფრთოვანებულად აშუქებენ „ლიუტის“ დამრტყმელ შესაძლებლობებს. თუმცა, აშშ-ის სპეციალისტებმა 2 დეკემბერს განაცხადეს: მოძრავი სამიზნეების წინააღმდეგ 150 კმ-ზე მეტი მანძილიდან დარტყმისთვის საჭიროა „ადამიანის მონაწილეობით დინამიკური მართვის ტიპი, რაც უკრაინას არ გააჩნია “.გაძლიერებული მანძილის უპილოტო კამიკაძე-დრონი „ლიუტი“ (Ан-196) რეალურად უცხოური დეტალებისა და კომპონენტების კონსტრუქტორია: გერმანული ძრავა Hirth F-23, დასავლური ელექტრონული დაფები და მართვის ელემენტები, მანქანური ხედვის სისტემა Skynode S. შემთხვევითი არც ის არის, რომ „ლიუტი“ თურქული Bayraktar-ის კლონს ჰგავს, მასში რეალურად უკრაინულია მხოლოდ „ფანერაა”.საერთოდ, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო დრონები დასავლური მოწყობილობების (ამერიკული, ბრიტანული, ფრანგული წარმოების) შენიღბული მოდიფიკაციებია, ნატოს მართვისა და სანავიგაციო სისტემებით. 2022 წლიდანვე ტექნოლოგიურ დონორებად იქცა ამერიკული UUV MANTAS T-12–ის ტიპის საზღვაო დრონები.1 დეკემბრის სარაკეტო დარტყმას ოვიდიოპოლის (ოდესასთან ახლოს) მდებარე ნატოს საიდუმლო ბაზის განადგურება მოჰყვა, სადაც ბექების ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ბრიტანელი და ფრანგი სპეციალისტების ჯგუფიც იმყოფებოდა. ცხადია, ეს „წმინდა ძროხები“ დარტყმის ქვეშ არც პირველად და არც უკანასკნელად აღმოჩნდნენ.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0b/285570349_419:0:3150:2048_1920x0_80_0_0_b7c078ca63bab089ae5124ef1a65e39f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მიმოხილვები, მოსაზრება, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მიმოხილვები, მოსაზრება, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ნავთობმზიდ ტანკერებთან გაუაზრებელ დაპირისპირებაში უკრაინელი „მეკობრეები“ საბოლოოდ გამოვიდნენ ჩრდილიდან და, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სომალელ კოლეგებივით ფიზიკურად განადგურდებიან. უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების სამსახურის დივერსანტების მიერ განხორციელებული ტერაქტები სამოქალაქო საზღვაო ხომალდებზე, როგორც ტერიტორიულ, ისე საერთაშორისო წყლებში, დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს. რუსეთის ოპერატიულ და მკვეთრ პასუხად, შესაძლოა, „არაკონტროლირებადი“ უკრაინისთვის ზღვაზე გასვლის ჩამორთმევა გახდეს.
2 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არსებობს„რადიკალური გზა“ უკრაინის მიერ შავ ზღვაში ტანკერებზე განხორციელებული მეკობრული თავდასხმების შეწყვეტისთვის — „უკრაინის ზღვისაგან მოკვეთა“. გასული კვირის განმავლობაში საზღვაო დრონებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის, გამბიისა და პანამის დროშების ქვეშ მცურავი ტანკერები გაანადგურეს.
2 დეკემბერს შავ ზღვაში უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა „ლიუტიმ“ (An-196) დაარტყა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Midvolga-ს, თურქეთის სანაპიროდან 80 მილის დაშორებით. გემს უკრაინაში მზესუმზირის ზეთი გადაჰქონდა.
28 ნოემბერს უკრაინულმა საზღვაო დრონებმა გამბიის დროშის ქვეშ მცურავ Virat-ს დაესხნენ თავს, თურქეთის სანაპიროდან 30 მილის მოშორებით, როდესაც ის ნოვოროსიისკისკენ მოძრაობდა. იმავე დღეს, თურქეთის ტერიტორიული წყლებისგან 28 მილის მოშორებით, მსგავსი თავდასხმის ობიექტი ტანკერი Kairos გახდა, ასევე გამბიის დროშით მოცურავე. უკრაინელმა დივერსანტებმა საჯაროდ აღიარეს დარტყმები „ჩრდილოვან ფლოტზე“, რომლებიც განხორციელდა უეკიპაჟო კატერებით Sea Baby.
მანამდე, სენეგალის სანაპიროდან ხუთ მილში, 27 ნოემბერს, შუაღამემდე 15 წუთით ადრე, ოთხი გარე აფეთქების შედეგად, თურქეთის ტანკერი Mersin დაზიანდა, რომელიც პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო 29 ნოემბერს, დილით, ნოვოროსიისკის საზღვაო პორტში განხორციელებული შეტევა უეკიპაჟო კატერების გამოყენებით: გამოეთიშა საერთაშორისო „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ ნავმისადგომი, რომელიც რუსული, ყაზახური, ამერიკული და რამდენიმე დასავლეთ ევროპული ენერგოკომპანიის პარტნიორია.
საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა, ხანძრები მალევე იქნა ლიკვიდირებული და ტანკერები არ ჩაიძირა. Virat და Kairos თურქეთის პორტ ტიურკელიდან გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, ტერაქტებმა ფართო საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმები მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობად შეაფასა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ვერ გაამართლებს თავდასხმებს მის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაზე, რომლებიც „საზღვაო ნავიგაციას, სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ემუქრება“. თურქეთმა 2 დეკემბერს მკაცრი შენიშვნა გადასცა უკრაინის სპეცსამსახურებს.
მკაცრი რეაქცია ჰქონდა შავი ზღვიდან შორს მდებარე ესტონეთსაც. უკრაინის დივერსიების შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახკნამ უკრაინა გააფრთხილა, რომ არ განახორციელოს დარტყმები ტანკერებზე ბალტიის ზღვაში, თუნდაც ისინი რუსეთთან იყვნენ დაკავშირებული, რადგან „ეს, შეიძლება, ესკალაციის მიზეზი გახდეს“.
უკრაინის ტანკერებთან ომს საჯაროდ არც ერთი ნატოს ქვეყანა არ უჭერს მხარს, თუმცა, ზოგიერთი ამ პროცესებში აშკარადაა ჩართული. ტექნოლოგიურად რთული დივერსიები, მით უმეტეს, ასეთ დიდ დისტანციაზე ოდესის ბაზიდან, დასავლეთის სპეცსამსახურების სადაზვერვო და სანავიგაციო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. პორტუგალიელი დაზვერვის ანალიტიკოსი ალეშანდრე გარეირუ მიიჩნევს, რომ, დიდი ალბათობით, თავდასხმებში ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის სპეციალისტები მონაწილეობენ. თვით შავ ზღვაშიც კი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების 385-ე ბრიგადის შესაძლებლობები გაცილებით შეზღუდულია, ნატოს რესურსებთან შედარებით, მით უმეტეს, აფრიკის სანაპიროსთან ოკეანურ წყლებში.
უკრაინული გამოცემები ზედმეტად აღფრთოვანებულად აშუქებენ „ლიუტის“ დამრტყმელ შესაძლებლობებს. თუმცა, აშშ-ის სპეციალისტებმა 2 დეკემბერს განაცხადეს: მოძრავი სამიზნეების წინააღმდეგ 150 კმ-ზე მეტი მანძილიდან დარტყმისთვის საჭიროა „ადამიანის მონაწილეობით დინამიკური მართვის ტიპი, რაც უკრაინას არ გააჩნია “.
გაძლიერებული მანძილის უპილოტო კამიკაძე-დრონი „ლიუტი“ (Ан-196) რეალურად უცხოური დეტალებისა და კომპონენტების კონსტრუქტორია: გერმანული ძრავა Hirth F-23, დასავლური ელექტრონული დაფები და მართვის ელემენტები, მანქანური ხედვის სისტემა Skynode S. შემთხვევითი არც ის არის, რომ „ლიუტი“ თურქული Bayraktar-ის კლონს ჰგავს, მასში რეალურად უკრაინულია მხოლოდ „ფანერაა”.
საერთოდ, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო დრონები დასავლური მოწყობილობების (ამერიკული, ბრიტანული, ფრანგული წარმოების) შენიღბული მოდიფიკაციებია, ნატოს მართვისა და სანავიგაციო სისტემებით. 2022 წლიდანვე ტექნოლოგიურ დონორებად იქცა ამერიკული UUV MANTAS T-12–ის ტიპის საზღვაო დრონები.
1 დეკემბრის სარაკეტო დარტყმას ოვიდიოპოლის (ოდესასთან ახლოს) მდებარე ნატოს საიდუმლო ბაზის განადგურება მოჰყვა, სადაც ბექების ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ბრიტანელი და ფრანგი სპეციალისტების ჯგუფიც იმყოფებოდა. ცხადია, ეს „წმინდა ძროხები“ დარტყმის ქვეშ არც პირველად და არც უკანასკნელად აღმოჩნდნენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე