რას ვჭამთ: ავჭალაში მდებარე საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა

© photo: National Food Agency / FBსურსათის ეროვნული სააგენტო ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ობიექტებს ამოწმებს - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2025
გამოწერა
ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა სააგენტოს აღიარების მიღებამდე და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ავჭალაში მდებარე შპს „ველის“ კუთვნილი ობიექტი რძის შემცველი პროდუქტების (ხაჭოსებრი, არაჟნისებრი) წარმოებას და რეალიზაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ახორციელებდა. დარღვევა სააგენტოს ინსპექტორებმა ობიექტის შემოწმებისას გამოავლინეს.
არსებული ინფორმაციით, საწარმო აღნიშნული პროდუქტების რეალიზაციას ძირითადად საცხობებში ახდენდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირებისას ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, კერძოდ, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა სააგენტოს აღიარების მიღებამდე და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე 15-01.
„მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად აღმოფხვრას შეუსაბამობები“, - ნათქვამია სეს-ის ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს წარმოებების და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს.
ყველა ახალი ამბავი
0