https://sputnik-georgia.com/20251205/premieri-tbilissi-762-devnil-ojaxs-axali-bina-gadaeca-296075088.html
პრემიერი: თბილისში 762 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცა
პრემიერი: თბილისში 762 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცა
Sputnik საქართველო
კომპლექსის მშენებლობა სრულად 2026 წელს დასრულდება და ჯამში, 2 426 დევნილი ოჯახი განსახლდება. 05.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-05T20:52+0400
2025-12-05T20:52+0400
2025-12-05T20:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_593304e5b56093962275ac13de620524.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. დღეს თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს. უკვე დასრულდა ოთხი კორპუსის მშენებლობა, სადაც ახალი ბინები ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში მცხოვრებ დევნილებს გადაეცათ. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მომდევნო წლის გაზაფხულზე კი, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, მასში 2.426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 ათასამდე დევნილ ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ეს რიცხვი გაორმაგდა და ბინა 42 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დევნილებზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი მიდგომა მკაფიოა: ვიდრე თითოეული დევნილი ოჯახი საკუთარ სახლს არ დაუბრუნდება, სახელმწიფომ უნდა შეგიქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები თითოეულ თქვენგანს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. მისი თქმით, კიდევ უფრო თვალსაჩინოა სხვაობა ფინანსური თვალსაზრისით: თუ 2012 წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტის დაფინანსება მხოლოდ 25 მლნ ლარი იყო, 2025 წლისთვის ის თითქმის ათჯერ გაიზარდა და ახლა 240 მლნ ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა სრულად 2026 წელს დასრულდება და ჯამში, 2.426 დევნილი ოჯახი განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 243,6 მლნ ლარია. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11,8 მლნ ლარი გამოიყო. საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში ბავშვთა გასართობი მოედნები და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა. საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა. იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_5fc4afdb66f8bc075717f8ba10314fd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
პრემიერი: თბილისში 762 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცა
კომპლექსის მშენებლობა სრულად 2026 წელს დასრულდება და ჯამში, 2 426 დევნილი ოჯახი განსახლდება.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. დღეს თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს. უკვე დასრულდა ოთხი კორპუსის მშენებლობა, სადაც ახალი ბინები ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში მცხოვრებ დევნილებს გადაეცათ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მომდევნო წლის გაზაფხულზე კი, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, მასში 2.426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს.
„თბილისში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის ჯამური ღირებულება, ინფრასტრუქტურის ჩათვლით, 255 მლნ ლარია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, მადლობა გადავუხადო კომპანია "ანაგს", თითოეულ მშენებელსა და ინჟინერს, რომლებმაც შექმნეს ეს არაჩვეულებრივი კომპლექსი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 ათასამდე დევნილ ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ეს რიცხვი გაორმაგდა და ბინა 42 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დევნილებზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი მიდგომა მკაფიოა: ვიდრე თითოეული დევნილი ოჯახი საკუთარ სახლს არ დაუბრუნდება, სახელმწიფომ უნდა შეგიქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები თითოეულ თქვენგანს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, კიდევ უფრო თვალსაჩინოა სხვაობა ფინანსური თვალსაზრისით: თუ 2012 წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტის დაფინანსება მხოლოდ 25 მლნ ლარი იყო, 2025 წლისთვის ის თითქმის ათჯერ გაიზარდა და ახლა 240 მლნ ლარს შეადგენს.
"ჩვენ ვქმნით სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს სკვერებით, სტადიონებითა და ბავშვთა გასართობი მოედნებით, რათა თქვენ და თქვენმა შვილებმა ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იცხოვროთ. ამასთან, ჩვენ არასდროს ვივიწყებთ მთავარს - ჩვენი ოცნება და მიზანია დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში. გილოცავთ ახალმოსახლეობას და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენს ახალ სახლებში", - განაცხადა პრემიერმა.
კომპლექსის მშენებლობა სრულად 2026 წელს დასრულდება და ჯამში, 2.426 დევნილი ოჯახი განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 243,6 მლნ ლარია. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11,8 მლნ ლარი გამოიყო. საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში ბავშვთა გასართობი მოედნები და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა.
საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.