https://sputnik-georgia.com/20251205/msvidoba-kavkasiasi-evrokavsiris-mxardawera-partnioroba-venasi-vizitis-sedegebi-296076042.html
მშვიდობა კავკასიაში, ევროკავშირის მხარდაჭერა და პარტნიორობა: ვენაში ვიზიტის შედეგები
მშვიდობა კავკასიაში, ევროკავშირის მხარდაჭერა და პარტნიორობა: ვენაში ვიზიტის შედეგები
Sputnik საქართველო
ვიზიტის დროს ბოჭორიშვილმა არაერთი შეხვედრა გამართა ევროპისა და რეგიონის სახელმწიფოების კოლეგებთან. 05.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-05T22:30+0400
2025-12-05T22:30+0400
2025-12-05T22:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ეუთო/ოდირი
საქართველო - ეუთო
ეუთო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387180_0:112:2048:1265_1920x0_80_0_0_71c15834afef2ba101a61c23703094f8.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, აქტიურად შეუწყოს ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და გრძელვადიან სტაბილურობას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვენაში ეუთოს 32-ე მინისტერიალის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ვენაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაში მონაწილეობს. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის მოწვევით, ღონისძიებას ეუთოს 57 წევრი სახელმწიფოსა და თანამშრომლობის 11 პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.მაკა ბოჭორიშვილის თქმით, 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია სამხრეთ კავკასიაში განგრძობადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მყარ საფუძველს ქმნის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების ახალი შესაძლებლობებისთვის.სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ეუთო-ს პრინციპებისადმი და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ინსტიტუტების როლს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.ორმხრივი შეხვედრების სერიავიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილმა არაერთი შეხვედრა გამართა ევროპისა და რეგიონის ქვეყნების კოლეგებთან.ლუქსემბურგელ კოლეგასთან, ქსავიე ბეტელთან მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და აღნიშნეს მზადყოფნა მისი შემდგომი გაღრმავებისთვის.„საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გამოწვევებს და ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობას. ხაზი გაესვა დიალოგის და ჩართულობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მუშობის გაგრძელებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს შეხვდა.ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებთან ერთად, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოხატა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო ევროკავშირთან დიალოგის გამოწვევებს და ამ მიმართულებით მუშაობის საჭიროებებს.„შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-სლოვაკეთის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ასევე ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების პრიორიტეტულობას. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაში არსებული პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგი“, - ნათქვამია განცხადებაში.ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან.მინისტრებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთის ურთიერთობათა დღის წესრიგში არსებული საკითხები და დიალოგის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და მადლიერებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტებისადმი.გარდა ამისა, მინისტრი თურქ კოლეგას, ჰაქან ფიდანს შეხვდა.თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის დროს აღმოჩენილი მხარდაჭერისა და გაწეული ძალისხმევისათვის.დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობა.გარდა ამისა, გაიმართა მაკა ბოჭორიშვილის და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სიროჯიდინ მუხრიდინის შეხვედრა.მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი, მათ შორის „შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობა აზიისა და ევროპის დაკავშირებადობაში და ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან როლს სატრანზიტო გადაზიდვების საკითხში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387180_322:101:1840:1239_1920x0_80_0_0_104e865071337545d7481f18551c0b41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო
მშვიდობა კავკასიაში, ევროკავშირის მხარდაჭერა და პარტნიორობა: ვენაში ვიზიტის შედეგები
ვიზიტის დროს ბოჭორიშვილმა არაერთი შეხვედრა გამართა ევროპისა და რეგიონის სახელმწიფოების კოლეგებთან.
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, აქტიურად შეუწყოს ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და გრძელვადიან სტაბილურობას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვენაში ეუთოს 32-ე მინისტერიალის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ვენაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაში მონაწილეობს. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის მოწვევით, ღონისძიებას ეუთოს 57 წევრი სახელმწიფოსა და თანამშრომლობის 11 პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.
„საქართველო მტკიცედ განაგრძობს მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას და მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან საერთაშორისო სამართლის აღსრულების, სუვერენიტეტის დაცვის და სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია სამხრეთ კავკასიაში განგრძობადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მყარ საფუძველს ქმნის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების ახალი შესაძლებლობებისთვის.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ეუთო-ს პრინციპებისადმი და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ინსტიტუტების როლს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.
ორმხრივი შეხვედრების სერია
ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილმა არაერთი შეხვედრა გამართა ევროპისა და რეგიონის ქვეყნების კოლეგებთან.
ლუქსემბურგელ კოლეგასთან, ქსავიე ბეტელთან მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და აღნიშნეს მზადყოფნა მისი შემდგომი გაღრმავებისთვის.
„საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გამოწვევებს და ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობას. ხაზი გაესვა დიალოგის და ჩართულობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მუშობის გაგრძელებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს შეხვდა.
ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებთან ერთად, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოხატა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო ევროკავშირთან დიალოგის გამოწვევებს და ამ მიმართულებით მუშაობის საჭიროებებს.
„შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-სლოვაკეთის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ასევე ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების პრიორიტეტულობას. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაში არსებული პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან.
მინისტრებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთის ურთიერთობათა დღის წესრიგში არსებული საკითხები და დიალოგის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და მადლიერებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტებისადმი.
გარდა ამისა, მინისტრი თურქ კოლეგას, ჰაქან ფიდანს შეხვდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის დროს აღმოჩენილი მხარდაჭერისა და გაწეული ძალისხმევისათვის.
დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობა.
გარდა ამისა, გაიმართა მაკა ბოჭორიშვილის და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სიროჯიდინ მუხრიდინის შეხვედრა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი, მათ შორის „შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობა აზიისა და ევროპის დაკავშირებადობაში და ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან როლს სატრანზიტო გადაზიდვების საკითხში.