ლილოში ავტომობილი გაზსადენს შეეჯახა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2025
გამოწერა
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს დილის 11:00 სთ-დან და დასრულდება 19:00 საათამდე.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენის დაზიანების გამო, ლილოს დასახლებაში გაზის მიწოდება 5000 აბონენტს შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy.
„თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზსადენზე ავტომანქანის შეჯახების გამო, დღეს, 5 დეკემბრის 01:45 საათიდან სამგორის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა:
კერძოდ, გაზი ავარიულად გაეთიშა კერძო დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას: ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლის რამდენიმე კორპუსს, სოფელ წინუბანის ნაწილს, ლოჭინის დასახლების ნაწილს, აეროპორტის დასახლებას – რკინიგზის ჩიხის ტერიტორიაზე, საქსოფმანქანის დასახლების ნაწილს. ასევე, ლილოში მდებარე მთელ რიგ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს დილის 11:00 სთ-დან და დასრულდება 19:00 საათამდე.
„თბილისი ენერჯი“ შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0