https://sputnik-georgia.com/20251205/dezinformaciisa-da-hibriduli-setevebis-safrtxe-saqartvelosi-boworisvili-axal-gamowvevebze-296074042.html
დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული შეტევების საფრთხე საქართველოში: ბოჭორიშვილი ახალ გამოწვევებზე
დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული შეტევების საფრთხე საქართველოში: ბოჭორიშვილი ახალ გამოწვევებზე
Sputnik საქართველო
უკრაინაში კონფლიქტმა კიდევ უფრო გაამწვავა საქართველოს არსებული საფრთხეები და დაუცველობა, განსაკუთრებით კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის არარსებობის პირობებში... 05.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-05T18:11+0400
2025-12-05T18:11+0400
2025-12-05T18:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ეუთო/ოდირი
საქართველო - ეუთო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_56fecd9f72431d366ff171f6afe0e99a.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია დეზინფორმაციით, საზოგადოებაში ნდობის შელახვის მცდელობებით და პოლარიზაციის გაძლიერებით, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვენაში ეუთოს 32-ე მინისტერიალის სხდომაზე.ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს.მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი მიზნებისთვის გახშირდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების მცდელობები, რაც ზიანს აყენებს მათ რეპუტაციას, მათდამი საზოგადოების ნდობას.„მეტიც, ქვეყნის შიგნით რადიკალიზაციის წახალისება ვერ და არ შეუწყობს ხელს რეგიონულ უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში კონფლიქტმა კიდევ უფრო გაამწვავა საქართველოს არსებული საფრთხეები და დაუცველობა, განსაკუთრებით კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის არარსებობის პირობებში. ბოჭორიშვილის თქმით, ამ კონტექსტში, სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ გამო აკრიტიკებს. ხელისუფლება კი განხეთქილებას ქვეყნის პოზიცის გამო დასავლეთის უკმაყოფილებით ხსნის, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_58:0:1197:854_1920x0_80_0_0_8354d8c596fa4ac6051c215f14df6c48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო
დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული შეტევების საფრთხე საქართველოში: ბოჭორიშვილი ახალ გამოწვევებზე
უკრაინაში კონფლიქტმა კიდევ უფრო გაამწვავა საქართველოს არსებული საფრთხეები და დაუცველობა, განსაკუთრებით კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის არარსებობის პირობებში, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია დეზინფორმაციით, საზოგადოებაში ნდობის შელახვის მცდელობებით და პოლარიზაციის გაძლიერებით, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვენაში ეუთოს 32-ე მინისტერიალის სხდომაზე.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს.
„ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ. ეს დესტრუქციული მცდელობები მიზნად ისახავს, ზიანი მიაყენოს საზოგადოების ნდობას, გააღრმაოს პოლარიზაცია და შეასუსტოს სახელმწიფოს საფუძვლები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი მიზნებისთვის გახშირდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების მცდელობები, რაც ზიანს აყენებს მათ რეპუტაციას, მათდამი საზოგადოების ნდობას.
„მეტიც, ქვეყნის შიგნით რადიკალიზაციის წახალისება ვერ და არ შეუწყობს ხელს რეგიონულ უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში კონფლიქტმა კიდევ უფრო გაამწვავა საქართველოს არსებული საფრთხეები და დაუცველობა, განსაკუთრებით კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის არარსებობის პირობებში. ბოჭორიშვილის თქმით, ამ კონტექსტში, სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
„ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ჩვენი სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ, საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებით. გვჯერა, რომ დემოკრატიული მმართველობის დაცვა, მდგრადობა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში“, - განაცხადა მან.
დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ გამო აკრიტიკებს. ხელისუფლება კი განხეთქილებას ქვეყნის პოზიცის გამო დასავლეთის უკმაყოფილებით ხსნის, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას.