https://sputnik-georgia.com/20251204/saqartvelosi-velur-bunebasi-300-frinveli-gausves-296062926.html
საქართველოში ველურ ბუნებაში 300 ფრინველი გაუშვეს
საქართველოში ველურ ბუნებაში 300 ფრინველი გაუშვეს
Sputnik საქართველო
ღონისძიების მიზანი პოპულაციის აღდგენაა. ფრინველები კასპის მერიას ფონდმა "ქართუმ" გადასცა. 04.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-04T16:41+0400
2025-12-04T16:41+0400
2025-12-04T17:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/65/247156513_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_92da6fb3934003d8c246feb548d91646.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სოფელ იგოეთთან, ველურ ბუნებაში 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ღონისძიების მიზანი პოპულაციის აღდგენაა. ფრინველები კასპის მერიას ფონდმა "ქართუმ" გადასცა. ფრინველები ადაპტაციის მიზნით, ერთი თვის განმავლობაში ტყის მახლობლად მოწყობილ ვოლიერში იმყოფებოდნენ. 2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება. კაკაბი ველური ბუნების სახეობაა და ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მისი საცხოვრებელი ადგილებია უტყეო, კლდიანი და ძეძვით დაფარული გორაკები. კაკაბი ფართოდ იყო გავრცელებული თბილისის ირგვლივ განლაგებულ მთებსა და გორაკებზეც, ხოლო გნოლი საქართველოში ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს, ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/65/247156513_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_13b06f4c050e000ffe736def774255c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოში ველურ ბუნებაში 300 ფრინველი გაუშვეს
16:41 04.12.2025 (განახლებულია: 17:41 04.12.2025) ღონისძიების მიზანი პოპულაციის აღდგენაა. ფრინველები კასპის მერიას ფონდმა "ქართუმ" გადასცა.
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სოფელ იგოეთთან, ველურ ბუნებაში 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ღონისძიების მიზანი პოპულაციის აღდგენაა. ფრინველები კასპის მერიას ფონდმა "ქართუმ" გადასცა.
ფრინველები ადაპტაციის მიზნით, ერთი თვის განმავლობაში ტყის მახლობლად მოწყობილ ვოლიერში იმყოფებოდნენ.
2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება.
კაკაბი ველური ბუნების სახეობაა და ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მისი საცხოვრებელი ადგილებია უტყეო, კლდიანი და ძეძვით დაფარული გორაკები. კაკაბი ფართოდ იყო გავრცელებული თბილისის ირგვლივ განლაგებულ მთებსა და გორაკებზეც, ხოლო გნოლი საქართველოში ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს, ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე.