საგურამოში პენსიონერის ცემა: დაშავებული გელა ბარკალაიას აგარაკზე მუშაობდა

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2025
გამოწერა
შემთხვევის დროს ბიზნესმენი და მისი ოჯახის წევრები შემთხვევის დროს აგარაკზე არ იმყოფებოდნენ.
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, "მათე მოტორსის" მფლობელი გელა ბარკალაია დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანები გელა ბარკალაიას აგარაკზე შეიჭრნენ და სასტიკად სცემეს ოჯახის დამხმარე პირი, ასევე ნაცემია სახლის მომვლელიც. თავდასხმა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
70 წლამდე კაცი მძიმე მდგომარეობით, ამ დრომდე საავამდყოფოშია მოთავსებული, ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ასაკოვანი კაცი მძარცველებს რამდენიმე საათის განმავლობაში გაკოჭილი ჰყავდათ. შეიარაღებული პირები ფულს და ძვირფასეულობას ეძებდნენ.
შემთხვევის დროს ბიზნესმენი და მისი ოჯახის წევრები აგარაკზე არ იმყოფებოდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ორივე ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0