https://sputnik-georgia.com/20251204/ruset-ukrainis-konfliqti-296087050.html
მიმოხილვა: დობროპოლიე – დამატებით 700 კვ.კმ და ნოემბრის სხვა შედეგები
მიმოხილვა: დობროპოლიე – დამატებით 700 კვ.კმ და ნოემბრის სხვა შედეგები
Sputnik საქართველო
რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაქტიკური და ტექნოლოგიური უპირატესობამ, მეთოდურმა ზეწოლამ ფრონტის მთელ ხაზზე გამოიღო მოსალოდნელი შედეგი. კერძოიდ, შეტევითი... 04.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-04T14:38+0400
2025-12-04T14:38+0400
2025-12-06T14:39+0400
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0b/295746969_0:137:2203:1376_1920x0_80_0_0_b765a47f10826ffa24480f341661cb40.jpg
რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაქტიკური და ტექნოლოგიური უპირატესობამ, მეთოდურმა ზეწოლამ ფრონტის მთელ ხაზზე გამოიღო მოსალოდნელი შედეგი. კერძოიდ, შეტევითი ოპერაციის დაჩქარება, მოწინააღმდეგისგან ნოემბერში გათავისუფლებული 700 კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორია და ათეულობით დასახლებული პუნქტი, მათ შორის - ქალაქები ვოლჩანსკი და პოკროვსკი/კრასნოარმეისკი.რუსეთის მთავარსარდალი ვლადიმერ პუტინი 30 ნოემბერს ესტუმრა სამხედრო ოპერაციის ერთიანი სამხედრო ჯგუფის ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტს. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა, სამხედრო ჯგუფების „ცენტრი“ და „აღმოსავლეთი“ მეთაურებმა – ვალერი სოლოდჩუკმა და ანდრეი ივანაევმა– შეატყობინეს მას ქალაქ ვოლჩანსკისა და პოკროვსკის/კრასნოარმეისკის, ასევე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის – დობროპოლიეს სრულ გათავისუფლება...ყველაზე წარმატებულად ნოემბერში აღიარეს „აღმოსავლეთის“ სამხედრო ჯგუფის მოქმედებები, რომელმაც ცეცხლითა და მანევრით გაათავისუფლა 360 კვ.კმ ტერიტორია დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა სარდლობას და პირად შემადგენლობას, ფრონტზე მიღწეული წარმატებისთვის და წამოაყენა ამოცანა, შესაბამისად უზრუნველყონ ჯარები მთელი სამთრის პერიოდისათვის.დასავლეთი მაშინვე მიხვდა, რომ თუ კიევი ან ნატო უარს იტყვის მშვიდობის შეთანხმებაზე, უკრაინულ არმიას 2025–2026 წლებში ძალიან მკაცრი ზამთარი ელოდება. აქ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ევროპაში მშვიდობის პირობების „გადამუშავების“ ხანგრძლივი პროცესი რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს და ფრონტზე არსებულ რეალობას ვერ შეცვლის.„აღმოსავლეთის ექსპრესი“ სიჩქარეს არ ამცირებს– 5-ე არმიის დანაყოფები გრძელვადიან ბრძოლას აწარმოებენ გულაიპოლეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღეებში „აღმოსავლეთის“ სამხედრო ჯგუფმა ზაპოროჟიეში უკრაინის შეიარაღებული ძალების ორ ბრიგადასა და სამ პოლკზე გულაიპოლისა და ზალიზნიჩნოეს რაიონებში დარტყმა განახორციელა.ზალიზნიჩნოეს დასახლება საინტერესოა იმით, რომ გულაიპოლის გარნიზონის მოწინააღმდეგის ერთადერთ დარჩენილ მომარაგების ხაზზე მდებარეობს.სააგენტო France-Presse და ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ISW აღნიშნავენ, რომ ნოემბერში რუსულმა არმიამ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა განახორციელა ფრონტზე, გაათავისუფლა 701 კვ.კმ ტერიტორია. ეს არის მეორე საუკეთესო შედეგი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან და თავისი მასშტაბით მხოლოდ 2022 წლის დასაწყისში რუსული ჯარების წინსვლას ჩამორჩება. ნათელი დადასტურებაა რუსეთის დომინირებისა და სტრატეგიული ინიციატივის.ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ISW აღიარებს: მოსკოვი აჩვენებს „სტრატეგიული მიზნების მიღწევის, შესაძლებლობას ხმაურიანი განცხადებების გარეშე – თანმიმდევრულად, მეთოდურად, გამიზნულად გრძელვადიანი შედეგისთვის … თ, რაოდენობრივ და ცეცხლის უპირატესობით, სისტემატური ზეწოლით მთელ ფრონტის ხაზზე“. მეორე მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან კარგავენ ტერიტორიებს. ასეთ ომში დასავლეთის „დახმარება“ არ აქვს, ხოლო ზელენსკის დარჩენია, მხოლოდ ცარიელ დაპირებებს დასჯერდეს.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადეფულმა განაცხადა: მშვიდობიანი შეთანხმებისთვის კიევს „ტკივილიან დათმობებზე“ მოუწევს წასვლა.ნოემბერში გააქტიურდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამშვიდობო მისია. თუმცა, ევროპა ამ შემთხვევაშიც სასაცილო, გაბრაზებული და დაუცველია. ევროკავშირის შესაძლებლობები და გავლენა შეზღუდულია. ომში უკვე დახარჯულია 209 მილიარდი დოლარი. ევროპა პირობებს ვერ აწესებს. სააგენტო Reuters 2 დეკემბერს იტყობინება: „ევროპას ეშინია, რომ აშშ-ს ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება რუსეთს არ დაასუსტებს და სათანადო სასჯელს ვერ გადაახდევინებს, როგორც ევროპული მთავრობები ელოდნენ. სავარაუდო ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა აშშ-სა და რუსეთს შორის დაეხმარება რუსეთის არმიას, მისცემს ახალ რესურსებს… აშშ, ტრამპის ხელმძღვანელობით, აშკარად ორიენტირებულია მოსკოვთან საქმიანი ურთიერთობების აღდგენაზე კონფლიქტის შემდგომ პერიოდში“.კრემლში 2 დეკემბერს შედგა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის შეხვედრა. აშშ ოფიციალურად წარმოადგინა თავისი სამშვიდობო გეგმის ვერსია. მოსკოვისა და ვაშინგტონის დიალოგი ახალ დონეზე გადავიდა, აბსტრაქტული მსჯელობა სულ უფრო მცირდება. შესაძლოა, უკრაინის კონფლიქტის (დასავლეთის პროქსი-ომი რუსეთთან) დასრულება უფრო ახლოს იყოს, ვიდრე ჩანს. ეს დიპლომატიური აჩქარებაც არის რუსეთის ნოემბრის შეტევითი ოპერაციის შედეგი.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0b/295746969_93:0:2112:1514_1920x0_80_0_0_d2f6df5b5b3c7565c968e6e5f90aa024.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა, მიმოხილვები
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა, მიმოხილვები
რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაქტიკური და ტექნოლოგიური უპირატესობამ, მეთოდურმა ზეწოლამ ფრონტის მთელ ხაზზე გამოიღო მოსალოდნელი შედეგი. კერძოიდ, შეტევითი ოპერაციის დაჩქარება, მოწინააღმდეგისგან ნოემბერში გათავისუფლებული 700 კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორია და ათეულობით დასახლებული პუნქტი, მათ შორის - ქალაქები ვოლჩანსკი და პოკროვსკი/კრასნოარმეისკი.
რუსეთის მთავარსარდალი ვლადიმერ პუტინი 30 ნოემბერს ესტუმრა სამხედრო ოპერაციის ერთიანი სამხედრო ჯგუფის ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტს. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა, სამხედრო ჯგუფების „ცენტრი“ და „აღმოსავლეთი“ მეთაურებმა – ვალერი სოლოდჩუკმა და ანდრეი ივანაევმა– შეატყობინეს მას ქალაქ ვოლჩანსკისა და პოკროვსკის/კრასნოარმეისკის, ასევე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის – დობროპოლიეს სრულ გათავისუფლება...
ყველაზე წარმატებულად ნოემბერში აღიარეს „აღმოსავლეთის“ სამხედრო ჯგუფის მოქმედებები, რომელმაც ცეცხლითა და მანევრით გაათავისუფლა 360 კვ.კმ ტერიტორია დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა სარდლობას და პირად შემადგენლობას, ფრონტზე მიღწეული წარმატებისთვის და წამოაყენა ამოცანა, შესაბამისად უზრუნველყონ ჯარები მთელი სამთრის პერიოდისათვის.
დასავლეთი მაშინვე მიხვდა, რომ თუ კიევი ან ნატო უარს იტყვის მშვიდობის შეთანხმებაზე, უკრაინულ არმიას 2025–2026 წლებში ძალიან მკაცრი ზამთარი ელოდება. აქ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ევროპაში მშვიდობის პირობების „გადამუშავების“ ხანგრძლივი პროცესი რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს და ფრონტზე არსებულ რეალობას ვერ შეცვლის.
„აღმოსავლეთის ექსპრესი“ სიჩქარეს არ ამცირებს– 5-ე არმიის დანაყოფები გრძელვადიან ბრძოლას აწარმოებენ გულაიპოლეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღეებში „აღმოსავლეთის“ სამხედრო ჯგუფმა ზაპოროჟიეში უკრაინის შეიარაღებული ძალების ორ ბრიგადასა და სამ პოლკზე გულაიპოლისა და ზალიზნიჩნოეს რაიონებში დარტყმა განახორციელა.
ზალიზნიჩნოეს დასახლება საინტერესოა იმით, რომ გულაიპოლის გარნიზონის მოწინააღმდეგის ერთადერთ დარჩენილ მომარაგების ხაზზე მდებარეობს.
სააგენტო France-Presse და ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ISW აღნიშნავენ, რომ ნოემბერში რუსულმა არმიამ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა განახორციელა ფრონტზე, გაათავისუფლა 701 კვ.კმ ტერიტორია. ეს არის მეორე საუკეთესო შედეგი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან და თავისი მასშტაბით მხოლოდ 2022 წლის დასაწყისში რუსული ჯარების წინსვლას ჩამორჩება. ნათელი დადასტურებაა რუსეთის დომინირებისა და სტრატეგიული ინიციატივის.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ISW აღიარებს: მოსკოვი აჩვენებს „სტრატეგიული მიზნების მიღწევის, შესაძლებლობას ხმაურიანი განცხადებების გარეშე – თანმიმდევრულად, მეთოდურად, გამიზნულად გრძელვადიანი შედეგისთვის … თ, რაოდენობრივ და ცეცხლის უპირატესობით, სისტემატური ზეწოლით მთელ ფრონტის ხაზზე“. მეორე მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან კარგავენ ტერიტორიებს. ასეთ ომში დასავლეთის „დახმარება“ არ აქვს, ხოლო ზელენსკის დარჩენია, მხოლოდ ცარიელ დაპირებებს დასჯერდეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადეფულმა განაცხადა: მშვიდობიანი შეთანხმებისთვის კიევს „ტკივილიან დათმობებზე“ მოუწევს წასვლა.
ნოემბერში გააქტიურდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამშვიდობო მისია. თუმცა, ევროპა ამ შემთხვევაშიც სასაცილო, გაბრაზებული და დაუცველია. ევროკავშირის შესაძლებლობები და გავლენა შეზღუდულია. ომში უკვე დახარჯულია 209 მილიარდი დოლარი. ევროპა პირობებს ვერ აწესებს. სააგენტო Reuters 2 დეკემბერს იტყობინება: „ევროპას ეშინია, რომ აშშ-ს ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება რუსეთს არ დაასუსტებს და სათანადო სასჯელს ვერ გადაახდევინებს, როგორც ევროპული მთავრობები ელოდნენ. სავარაუდო ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა აშშ-სა და რუსეთს შორის დაეხმარება რუსეთის არმიას, მისცემს ახალ რესურსებს… აშშ, ტრამპის ხელმძღვანელობით, აშკარად ორიენტირებულია მოსკოვთან საქმიანი ურთიერთობების აღდგენაზე კონფლიქტის შემდგომ პერიოდში“.
კრემლში 2 დეკემბერს შედგა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის შეხვედრა. აშშ ოფიციალურად წარმოადგინა თავისი სამშვიდობო გეგმის ვერსია. მოსკოვისა და ვაშინგტონის დიალოგი ახალ დონეზე გადავიდა, აბსტრაქტული მსჯელობა სულ უფრო მცირდება. შესაძლოა, უკრაინის კონფლიქტის (დასავლეთის პროქსი-ომი რუსეთთან) დასრულება უფრო ახლოს იყოს, ვიდრე ჩანს. ეს დიპლომატიური აჩქარებაც არის რუსეთის ნოემბრის შეტევითი ოპერაციის შედეგი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე