https://sputnik-georgia.com/20251204/papuasvili-evrokavsiris-dumili-4-oqtombris-sturmis-sesaxeb-saqartvelosi-terorizms-aqezebs-296059666.html
პაპუაშვილი: ევროკავშირის დუმილი 4 ოქტომბრის შტურმის შესახებ საქართველოში ტერორიზმს აქეზებს
პაპუაშვილი: ევროკავშირის დუმილი 4 ოქტომბრის შტურმის შესახებ საქართველოში ტერორიზმს აქეზებს
Sputnik საქართველო
შეტაკებების შედეგად დაშავდა 25-მდე პოლიციელი, აქედან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 04.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-04T14:47+0400
2025-12-04T14:47+0400
2025-12-04T14:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295239467_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_684a09f507054f7b87193b9ba7f49cb1.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. უკვე ორი თვეა, ბრიუსელი უგულებელყოფს და არ გმობს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ 4 ოქტომბერს ჩადენილ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, რითაც ფაქტობრივად ხელს უწყობს ექსტრემიზმსა და ტერორიზმს საქართველოში, - დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მას, დაგმოს ოპოზიციის ქმედებები 4 ოქტომბრის მიტინგის დროს, როდესაც მომიტინგეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ძალადობრივად შეჭრა სცადეს.მისი თქმით, ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქართველომ უკვე შეიგრძნო.„ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა,”- წერს პაპუაშვილი.პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295239467_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_e782ba74a952dfc3e1f7540da1659c72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
პაპუაშვილი: ევროკავშირის დუმილი 4 ოქტომბრის შტურმის შესახებ საქართველოში ტერორიზმს აქეზებს
შეტაკებების შედეგად დაშავდა 25-მდე პოლიციელი, აქედან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. უკვე ორი თვეა, ბრიუსელი უგულებელყოფს და არ გმობს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ 4 ოქტომბერს ჩადენილ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, რითაც ფაქტობრივად ხელს უწყობს ექსტრემიზმსა და ტერორიზმს საქართველოში, - დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მას, დაგმოს ოპოზიციის ქმედებები 4 ოქტომბრის მიტინგის დროს, როდესაც მომიტინგეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ძალადობრივად შეჭრა სცადეს.
„ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე. ძალადობის არ დაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არ დაგმობა აქეზებს ტერორიზმს“, - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქართველომ უკვე შეიგრძნო.
„ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა,”- წერს პაპუაშვილი.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.