https://sputnik-georgia.com/20251204/ekologiaze-mavne-zemoqmedebistvis-jarimebi-izrdeba-296056637.html
საქართველოში ეკოლოგიაზე მავნე ზემოქმედებისთვის ჯარიმები იზრდება
საქართველოში ეკოლოგიაზე მავნე ზემოქმედებისთვის ჯარიმები იზრდება
Sputnik საქართველო
მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან... 04.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-04T09:38+0400
2025-12-04T09:38+0400
2025-12-04T09:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისის მერია
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286605520_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_b5d8eb9dba3bbe71d075efecd9777299.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ეკოლოგიაზე მავნე ზემოქმედებისთვის ჯარიმები რამდენიმეჯერ გაიზრდება, პარლამენტის კომიტეტები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ.საუბარია დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერებების განთავსებაზე ან რეალიზაციაზე ისეთ ადგილებში, რომლებიც თბილისის საკრებულოს მიერ განსაზღვრული არ არის.ცვლილებების მიხედვით, ზემოთაღნიშნულ ქმედებაზე გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარიდან 2 500 ლარამდე იზრდება, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარიდან - 5 000 ლარამდე.ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისათვის გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარიდან 2 500 ლარამდე იზრდება, ხოლო იურიდიული პირისთვის - 1000 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდებაამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებისას ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდგადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 2 500 ლარის ოდენობით.ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორიიდან ან/და სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი და საბურავგაურეცხავი ავტოსატრანსპორტო საშუალების თბილისის ტერიტორიაზე გადაადგილება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა, იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით - ნაცვლად 1 000 ლარისა.თბილისში, გზის სავალ ნაწილზე ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრის შემთხვევებზე. ასეთ დროს ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ნაცვლად, 2 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 5 000 ლარით - ნაცვლად 1000 ლარისა.აღნიშნული დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ყველა ჯარიმა ორმაგდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286605520_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_72cf09cfd57a337d9bf796359fd2ae89.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, თბილისის მერია, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, თბილისის მერია, საქართველოს პარლამენტი
საქართველოში ეკოლოგიაზე მავნე ზემოქმედებისთვის ჯარიმები იზრდება
მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერებების განთავსება-რეალიზაციაზე ჯარიმები ხუთმაგდება
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ეკოლოგიაზე მავნე ზემოქმედებისთვის ჯარიმები რამდენიმეჯერ გაიზრდება, პარლამენტის კომიტეტები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
საუბარია დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერებების განთავსებაზე ან რეალიზაციაზე ისეთ ადგილებში, რომლებიც თბილისის საკრებულოს მიერ განსაზღვრული არ არის.
ცვლილებების მიხედვით, ზემოთაღნიშნულ ქმედებაზე გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარიდან 2 500 ლარამდე იზრდება, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარიდან - 5 000 ლარამდე.
ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისათვის გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარიდან 2 500 ლარამდე იზრდება, ხოლო იურიდიული პირისთვის - 1000 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება
ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებისას ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდგადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 2 500 ლარის ოდენობით.
ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორიიდან ან/და სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი და საბურავგაურეცხავი ავტოსატრანსპორტო საშუალების თბილისის ტერიტორიაზე გადაადგილება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა, იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით - ნაცვლად 1 000 ლარისა.
თბილისში, გზის სავალ ნაწილზე ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრის შემთხვევებზე. ასეთ დროს ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ნაცვლად, 2 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 5 000 ლარით - ნაცვლად 1000 ლარისა.
აღნიშნული დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ყველა ჯარიმა ორმაგდება.