https://sputnik-georgia.com/20251204/bbc-is-skandali-saqartvelosi-deputati-jurnalisturi-gamoziebis-cavardnis-sesaxeb-saubrobs-296063516.html
BBC-ის სკანდალი საქართველოში: დეპუტატი ჟურნალისტური გამოძიების ჩავარდნის შესახებ საუბრობს
BBC-ის სკანდალი საქართველოში: დეპუტატი ჟურნალისტური გამოძიების ჩავარდნის შესახებ საუბრობს
Sputnik საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მასალის გამოქვეყნების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 04.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-04T18:58+0400
2025-12-04T18:58+0400
2025-12-04T18:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0c/284152446_36:161:888:640_1920x0_80_0_0_0acf9f8ec96a5e283f548a6261f934b9.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC შესაძლოა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს მას შემდეგ, რაც მიმდინარე გამოძიებამ უკვე გამოავლინა გამოქვეყნებულ მასალაში მოხსენიებული ე.წ. წყაროების რეალური როლი, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.BBC-მ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გაავრცელა, რომლის თანახმად 2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა საბრძოლო ქიმიური ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების ფარგლებში BBC-იმ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, საქართველოს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ექიმები და ასევე შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრომბენზილციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.მაჭარაშვილის თქმით, BBC-ს მთავარმა რესპონდენტმა გამოძიების დაწყების შემდეგ ჩვენება შეცვალა.მან აღნიშნა, რომ თავად რესპონდენტებსა და ამბის სხვა მონაწილეებს შორის არსებული დაპირისპირების მიუხედავად, BBC, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წინაშე მოპასუხე გახდება და მას ყველა მტკიცების დადასტურება მოუწევს.„BBC-იმ რის საფუძველზეც გაავრცელა ინფორმაცია, წყარო ყოველივეს უარყოფს და ბუნებრივია პროცესზეც იგივეს იტყვის. ეს დღე მალე დადგება - „ქართული ოცნების“ წინაშე გამოვა BBC და როცა ვერაფერს იტყვის, მოუწევს წყაროს მოშველიება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.გამოძიებასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ და „უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ ბრალდებით.ადრე, 2 დეკემბერს, გამომძიებლებმა BBC-ის რამდენიმე რესპონდენტი დაკითხეს, მათ შორის ექიმები, რომელთა მონაცემებიც კვლევაში გამოიყენეს.ექიმმა დავით ჩახუნაშვილმა განაცხადა, რომ კითხვები ექიმთა ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხებოდა. გამომძიებლებს სურდათ გაეგოთ, იყო თუ არა ნახსენები ანგარიშში ნივთიერება „კამიტი“. „ჩვენს კვლევაში ამაზე საუბარი არ ყოფილა“, - თქვა მან.დაკითხვაზე მისი ძმა, პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილიც დაიბარეს, რომელმაც BBC-ს უამბო, რომ წყლის ჭავლით მიღებული დაზიანება მიიღო: კანი „რამდენიმე დღის განმავლობაში მეწვოდა“, წყალმა კი მხოლოდ გააძლიერა წვა. BBC-მ ეს ჩვენება დაშავებულთა არატიპიური სიმპტომების აღსაწერად გამოიყენა.ამასობაში, პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელის შეტანას აპირებს.2024 წლის პროტესტისაქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით, ამ მოთხოვნას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0c/284152446_124:170:751:640_1920x0_80_0_0_a289a6e22ad92532475273f4b4831aef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
BBC-ის სკანდალი საქართველოში: დეპუტატი ჟურნალისტური გამოძიების ჩავარდნის შესახებ საუბრობს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მასალის გამოქვეყნების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC შესაძლოა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს მას შემდეგ, რაც მიმდინარე გამოძიებამ უკვე გამოავლინა გამოქვეყნებულ მასალაში მოხსენიებული ე.წ. წყაროების რეალური როლი, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
BBC-მ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გაავრცელა, რომლის თანახმად 2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა საბრძოლო ქიმიური ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების ფარგლებში BBC-იმ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, საქართველოს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ექიმები და ასევე შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრომბენზილციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
მაჭარაშვილის თქმით, BBC-ს მთავარმა რესპონდენტმა გამოძიების დაწყების შემდეგ ჩვენება შეცვალა.
„წყარო, რომელიც მტკიცებით ფორმაში, გონორით საუბრობდა და კითხვის ნიშანს არსად სვამდა, როგორც კი გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე დაიბარეს, წავიდა უარზე - მე არაფერი ვიცი, კვლევა არ ჩამიტარებიაო და ა.შ. გამოძიების დაწყებასაც კი ეფექტი ჰქონდა და დავინახეთ რეალური სახე ამ ე.წ. წყაროების“, - განაცხადა დეპუტატმა.
მან აღნიშნა, რომ თავად რესპონდენტებსა და ამბის სხვა მონაწილეებს შორის არსებული დაპირისპირების მიუხედავად, BBC, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წინაშე მოპასუხე გახდება და მას ყველა მტკიცების დადასტურება მოუწევს.
„BBC-იმ რის საფუძველზეც გაავრცელა ინფორმაცია, წყარო ყოველივეს უარყოფს და ბუნებრივია პროცესზეც იგივეს იტყვის. ეს დღე მალე დადგება - „ქართული ოცნების“ წინაშე გამოვა BBC და როცა ვერაფერს იტყვის, მოუწევს წყაროს მოშველიება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ და „უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ ბრალდებით.
ადრე, 2 დეკემბერს, გამომძიებლებმა BBC-ის რამდენიმე რესპონდენტი დაკითხეს, მათ შორის ექიმები, რომელთა მონაცემებიც კვლევაში გამოიყენეს.
ექიმმა დავით ჩახუნაშვილმა განაცხადა, რომ კითხვები ექიმთა ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხებოდა. გამომძიებლებს სურდათ გაეგოთ, იყო თუ არა ნახსენები ანგარიშში ნივთიერება „კამიტი“. „ჩვენს კვლევაში ამაზე საუბარი არ ყოფილა“, - თქვა მან.
დაკითხვაზე მისი ძმა, პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილიც დაიბარეს, რომელმაც BBC-ს უამბო, რომ წყლის ჭავლით მიღებული დაზიანება მიიღო: კანი „რამდენიმე დღის განმავლობაში მეწვოდა“, წყალმა კი მხოლოდ გააძლიერა წვა. BBC-მ ეს ჩვენება დაშავებულთა არატიპიური სიმპტომების აღსაწერად გამოიყენა.
ამასობაში, პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელის შეტანას აპირებს.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით, ამ მოთხოვნას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.