https://sputnik-georgia.com/20251203/zemo-da-qvemo-svanetis-damakavshirebeli-gzis-reabilitacia-dasrulda-296043398.html
ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 27,9 მლნ ლარი შეადგინა. 03.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-03T12:22+0400
2025-12-03T12:22+0400
2025-12-03T12:22+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/06/262628471_487:343:3517:2048_1920x0_80_0_0_320056db0d29639596f364ef1707360f.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი 16-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.უწყების ცნობით, განახლებული გზა ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის მიმართულებაზე ორი პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მოიცავს 178-ე კმ-დან 185-ე კმ-მდე და 186-ე კმ-დან 192-ე კმ-მდე მონაკვეთებს. პირველი მონაკვეთი გადის მაღალმთიან, დაუსახლებელ ტერიტორიებზე, ხოლო მეორე იწყება სოფელ უშგულიდან დაახლოებით ორ კილომეტრში და მთავრდება ზაგარის უღელტეხილზე, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვართან.პროექტის ფარგლებში მოეწყო ცემენტ-ბეტონის ახალი საფარი, დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა, ასევე მოწესრიგდა მისასვლელი გზა ზაგაროს უღელტეხილზე მდებარე ეკლესიასთან. ზემო და ქვემო სვანეთს შორის დამაკავშირებელი გზა ერთიანდება ორ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან: ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზა აკავშირებს სამეგრელოს და ზემო სვანეთს; ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზა კი აკავშირებს იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს. ეს გზები ერთმანეთს ებმის ზაგარის უღელტეხილზე (2630 მ ზღვის დონიდან), რაც ქმნის ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვეყნის სხვა რეგიონებს შორის უმოკლეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავშირს. უწყების ცნობით, განახლებული გზა მნიშვნელოვანი სტიმულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის - ის ზრდის მთიანი რეგიონების ეკონომიკურ, ტურისტულ და საკურორტო პოტენციალს.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/06/262628471_626:0:3357:2048_1920x0_80_0_0_e8823d53216fb34e76c360a8fb9c3af4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, სვანეთი
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, სვანეთი
ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 27,9 მლნ ლარი შეადგინა.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი 16-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, განახლებული გზა ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის მიმართულებაზე ორი პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მოიცავს 178-ე კმ-დან 185-ე კმ-მდე და 186-ე კმ-დან 192-ე კმ-მდე მონაკვეთებს.
პირველი მონაკვეთი გადის მაღალმთიან, დაუსახლებელ ტერიტორიებზე, ხოლო მეორე იწყება სოფელ უშგულიდან დაახლოებით ორ კილომეტრში და მთავრდება ზაგარის უღელტეხილზე, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვართან.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ცემენტ-ბეტონის ახალი საფარი, დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა, ასევე მოწესრიგდა მისასვლელი გზა ზაგაროს უღელტეხილზე მდებარე ეკლესიასთან.
ზემო და ქვემო სვანეთს შორის დამაკავშირებელი გზა ერთიანდება ორ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან: ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზა აკავშირებს სამეგრელოს და ზემო სვანეთს; ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზა კი აკავშირებს იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს.
ეს გზები ერთმანეთს ებმის ზაგარის უღელტეხილზე (2630 მ ზღვის დონიდან), რაც ქმნის ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვეყნის სხვა რეგიონებს შორის უმოკლეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავშირს.
უწყების ცნობით, განახლებული გზა მნიშვნელოვანი სტიმულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის - ის ზრდის მთიანი რეგიონების ეკონომიკურ, ტურისტულ და საკურორტო პოტენციალს.