https://sputnik-georgia.com/20251203/shavi-zgvis-eleqtrokabeli-saqartvelo-kvlevebze-25-mln-lars-daxarjavs-296042314.html
შავი ზღვის ელექტროკაბელი: საქართველო კვლევებზე 25 მლნ ლარს დახარჯავს
შავი ზღვის ელექტროკაბელი: საქართველო კვლევებზე 25 მლნ ლარს დახარჯავს
Sputnik საქართველო
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს... 03.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-03T12:00+0400
2025-12-03T12:00+0400
2025-12-03T12:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293966269_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_b1faa39628e0676e865d540dfcc9cbfc.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად 2026 წელს 25 მილიონი ლარი გამოეყო, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 928,6 მლნ ლარი, საიდანაც 25 მილიონი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზეა გათვლილი.საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოდან რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს ითვალისწინებს. შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.პროექტის თანახმად, ელექტროკაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 1155 კმ სიგრძის (1115 კმ წყალქვეშა კაბელი და 40 კმ სახმელეთო), 1300 მეგავატი სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი.ჯამში, 2026 წლის ბიუჯეტში ეკონომიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია, რომლის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური ოდენობა 36,3 მილიარდი ლარია. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მომავალ წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293966269_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_ef0050d5d7f7363c4a14a13f82f0c447.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
შავი ზღვის ელექტროკაბელი: საქართველო კვლევებზე 25 მლნ ლარს დახარჯავს
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად 2026 წელს 25 მილიონი ლარი გამოეყო, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 928,6 მლნ ლარი, საიდანაც 25 მილიონი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზეა გათვლილი.
საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოდან რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს ითვალისწინებს.
შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.
პროექტის თანახმად, ელექტროკაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.
პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 1155 კმ სიგრძის (1115 კმ წყალქვეშა კაბელი და 40 კმ სახმელეთო), 1300 მეგავატი სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი.
ჯამში, 2026 წლის ბიუჯეტში ეკონომიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
მეწარმეობის განვითარება – 232,7 მლნ ლარი;
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა – 65,1 მლნ ლარი;
საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება – 156,4 მლნ ლარი;
ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დაფარვა და ტრანსპორტირების ხარჯების სუბსიდირება – 27 მლნ ლარი;
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 222 მლნ ლარი, მათ შორის, 25 მლნ ლარი გათვალისწინებულია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის;
ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობის პროექტი (ADB) – 35 მლნ ლარი;
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის – 50 მლნ ლარი.
30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია, რომლის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური ოდენობა 36,3 მილიარდი ლარია. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მომავალ წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს.