https://sputnik-georgia.com/20251203/ra-sakitxebi-ganixiles-putinma-da-uitkopma-shexvedraze-296042110.html
რა საკითხები განიხილეს პუტინმა და უიტკოფმა შეხვედრაზე?
რა საკითხები განიხილეს პუტინმა და უიტკოფმა შეხვედრაზე?
Sputnik საქართველო
ამერიკული მხარის მიერ წარმოდგენილი 27-პუნქტიანი გეგმის გარდა, რუსეთმა მიიღო კიდევ ოთხი დოკუმენტი, რომლებიც ასევე განხილული იქნა პუტინსა და უიტკოფს შორის... 03.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-03T10:13+0400
2025-12-03T10:13+0400
2025-12-03T10:13+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
აშშ
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/03/296040813_0:0:3114:1753_1920x0_80_0_0_e971277bcb3cc6edded6016305d1c79c.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის კრემლში გამართული შეხვედრის ძირითადი თეზისები დაასახელა. პუტინისა და უიტკოფის მოლაპარაკებები სამშაბათს, 2 დეკემბრის საღამოს დაიწყო და ხუთ საათს გაგრძელდა. შეხვედრას ესწრებოდნენ უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი კირილ დმიტრიევი. უიტკოფის გარდა, ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა წარმოშობით ბელარუსი ამერიკელი ბიზნესმენი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.უშაკოვმა შეხვედრას კონსტრუქციული, სასარგებლო და უაღრესად ინფორმაციული უწოდა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, რომ მხარეებმა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით ვაშინგტონის მიერ წარმოდგენილი გეგმის არსი განიხილეს.როგორც მან აღნიშნა, კრემლში შეხვედრამ შესაძლებელი გახადა განეხილათ უკრაინაში კონფლიქტის გრძელვადიანი სამშვიდობო დარეგულირების მიღწევის შემდგომი ერთობლივი გზები, რაც ასევე არის აშშ-ის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმის მიზანი. ამერიკული მხარის მიერ წარმოდგენილი 27-პუნქტიანი გეგმის გარდა, რუსეთმა მიიღო კიდევ ოთხი დოკუმენტი, რომლებიც ასევე განხილული იქნა პუტინსა და უიტკოფს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს.რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების არსი არ გაასაჯაროონ.კონტაქტების გაგრძელებაუშაკოვის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი და შეთანხმდნენ, რომ როგორც ვაშინგტონმა, ისე მოსკოვმა უნდა გამოავლინოს ამ მიმართულებით რეალური სწრაფვა, რადგანაც თანამშრომლობისთვის დიდი პერსპექტივები და შესაძლებლობები არსებობს.მოლაპარაკებების შედეგების თანახმად, მიღწეულ იქნა შეთანხმება თანაშემწეების დონეზე კონტაქტების გაგრძელების თაობაზე.„ჩვენ შევთანხმდით წარმომადგენლების, თანაშემწეების და სხვა წარმომადგენლების დონეზე გავაგრძელოთ კონტაქტები ამერიკელებთან, კერძოდ, ამ ორ ადამიანთან, რომლებიც დღეს კრემლში იმყოფებოდნენ“, - განაცხადა უშაკოვმა.უიტკოფის ამჟამინდელი ვიზიტი რუსეთში წელს მისი მეექვსე ვიზიტია. ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვს 11 თებერვალს და 13 მარტს ეწვია, შემდეგ ქვეყანაში ორჯერ იმყოფებოდა: 11 აპრილს ის პუტინს სანკტ-პეტერბურგში შეხვდა, ხოლო 25 აპრილს - მოსკოვში. მეხუთე შეხვედრა 6 აგვისტოს შედგა, როდესაც ორივე მხარემ გაცვალა სიგნალები, რამაც საბოლოოდ გზა გაუხსნა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ალასკაში შეხვედრას.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/03/296040813_192:0:2923:2048_1920x0_80_0_0_ecbef9c8ff327835f4493a7ee84a2a84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , უკრაინა
რა საკითხები განიხილეს პუტინმა და უიტკოფმა შეხვედრაზე?
ამერიკული მხარის მიერ წარმოდგენილი 27-პუნქტიანი გეგმის გარდა, რუსეთმა მიიღო კიდევ ოთხი დოკუმენტი, რომლებიც ასევე განხილული იქნა პუტინსა და უიტკოფს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს.
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის კრემლში გამართული შეხვედრის ძირითადი თეზისები დაასახელა.
პუტინისა და უიტკოფის მოლაპარაკებები სამშაბათს, 2 დეკემბრის საღამოს დაიწყო და ხუთ საათს გაგრძელდა. შეხვედრას ესწრებოდნენ უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი კირილ დმიტრიევი. უიტკოფის გარდა, ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა წარმოშობით ბელარუსი ამერიკელი ბიზნესმენი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.
უშაკოვმა შეხვედრას კონსტრუქციული, სასარგებლო და უაღრესად ინფორმაციული უწოდა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, რომ მხარეებმა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით ვაშინგტონის მიერ წარმოდგენილი გეგმის არსი განიხილეს.
„ჩვენ არ გვიმსჯელია კონკრეტულ ფორმულირებებსა ან კონკრეტულ წინადადებებზე, არამედ განვიხილეთ ამერიკულ დოკუმენტების არსი“, - განაცხადა უშაკოვმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, კრემლში შეხვედრამ შესაძლებელი გახადა განეხილათ უკრაინაში კონფლიქტის გრძელვადიანი სამშვიდობო დარეგულირების მიღწევის შემდგომი ერთობლივი გზები, რაც ასევე არის აშშ-ის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმის მიზანი. ამერიკული მხარის მიერ წარმოდგენილი 27-პუნქტიანი გეგმის გარდა, რუსეთმა მიიღო კიდევ ოთხი დოკუმენტი, რომლებიც ასევე განხილული იქნა პუტინსა და უიტკოფს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს.
„არსებობდა 27-პუნქტიანი დოკუმენტი, ის გადმოგვცეს და, ბუნებრივია, განვიხილეთ. თუმცა, ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან რაიმე დისკუსიის ფორმულირებაზე არ გვიმუშავია. შემდეგ კიდევ რამდენიმე დოკუმენტი მივიღეთ, ოთხი დოკუმენტი, რომლებიც დღეს ასევე განიხილეს ჩვენი პრეზიდენტის უიტკოფსა კუშნერთან შეხვედრაზე“, - აღნიშნა უშაკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების არსი არ გაასაჯაროონ.
უშაკოვის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი და შეთანხმდნენ, რომ როგორც ვაშინგტონმა, ისე მოსკოვმა უნდა გამოავლინოს ამ მიმართულებით რეალური სწრაფვა, რადგანაც თანამშრომლობისთვის დიდი პერსპექტივები და შესაძლებლობები არსებობს.
მოლაპარაკებების შედეგების თანახმად, მიღწეულ იქნა შეთანხმება თანაშემწეების დონეზე კონტაქტების გაგრძელების თაობაზე.
„ჩვენ შევთანხმდით წარმომადგენლების, თანაშემწეების და სხვა წარმომადგენლების დონეზე გავაგრძელოთ კონტაქტები ამერიკელებთან, კერძოდ, ამ ორ ადამიანთან, რომლებიც დღეს კრემლში იმყოფებოდნენ“, - განაცხადა უშაკოვმა.
უიტკოფის ამჟამინდელი ვიზიტი რუსეთში წელს მისი მეექვსე ვიზიტია. ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვს 11 თებერვალს და 13 მარტს ეწვია, შემდეგ ქვეყანაში ორჯერ იმყოფებოდა: 11 აპრილს ის პუტინს სანკტ-პეტერბურგში შეხვდა, ხოლო 25 აპრილს - მოსკოვში. მეხუთე შეხვედრა 6 აგვისტოს შედგა, როდესაც ორივე მხარემ გაცვალა სიგნალები, რამაც საბოლოოდ გზა გაუხსნა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ალასკაში შეხვედრას.