https://sputnik-georgia.com/20251203/qutaisidan-veneciis-mimartulebit-frena-daiwyo-296046603.html
ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
Sputnik საქართველო
ვენაცია Wizz Air-ისთვის ქუთაისიდან მესამე მიმართულებაა რომისა და მილანის შემდეგ. 03.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-03T16:11+0400
2025-12-03T16:11+0400
2025-12-03T16:11+0400
საქართველო
იტალია
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23875/52/238755225_0:80:2001:1205_1920x0_80_0_0_e0eb43489b8a18663c6caf62e0402643.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 2 დეკემბრიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაემატა - ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის პირველი რეისით 340-მა მგზავრმა ისარგებლა. ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ავიაკომპანია Wizz Air-ი ვენეცია–ქუთაისი–ვენეციის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით: სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით შეასრულებს. ვენეცია Wizz Air-ისთვის ქუთაისიდან მესამე მიმართულებაა რომისა და მილანის შემდეგ.ავიაკომპანია Wizz Air-მა 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის.2022 წლიდან ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. ამ ეტაპზე Wizz Air-ი ქუთაისიდან 13 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ცოტა ხნის წინ აღდგენილი მიმართულებებია მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია), ასევე ლიონი. 2012 წლიდან, საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, Wizz Air-მა საქართველოდან და პირიქით, თითქმის 9 მლნ მგზავრი გადაიყვანა.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23875/52/238755225_142:0:1857:1286_1920x0_80_0_0_950c41ba6f8dd6c1f973642cf72ec729.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იტალია , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ახალი ამბები
საქართველო, იტალია , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ახალი ამბები
ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
ვენაცია Wizz Air-ისთვის ქუთაისიდან მესამე მიმართულებაა რომისა და მილანის შემდეგ.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 2 დეკემბრიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაემატა - ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის პირველი რეისით 340-მა მგზავრმა ისარგებლა. ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ავიაკომპანია Wizz Air-ი ვენეცია–ქუთაისი–ვენეციის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით: სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით შეასრულებს.
„ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. მათ აეროპორტების გაერთიანებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვენეცია Wizz Air-ისთვის ქუთაისიდან მესამე მიმართულებაა რომისა და მილანის შემდეგ.
ავიაკომპანია Wizz Air-მა 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის.
2022 წლიდან ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. ამ ეტაპზე Wizz Air-ი ქუთაისიდან 13 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ცოტა ხნის წინ აღდგენილი მიმართულებებია მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია), ასევე ლიონი.
2012 წლიდან, საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, Wizz Air-მა საქართველოდან და პირიქით, თითქმის 9 მლნ მგზავრი გადაიყვანა.